ოლე გუნარ სოლსკაიერმა უპასუხა ფრანკ ლამპარდს, ჟოზე მოურინიოს და სხვა სპეციალისტებს, რომლებმაც ახლახან დაიწყეს კამპანია,სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" დაადანაშაულეს, რომ ისინი ვარის დახმარებით ახერხებენ წარმატებას.
როგორც ჩანს, ვიღაცეებს სურთ გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე," - თქვა ოლემ "ჩელსისთან" თასის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"მესმის, რომ ბევრს ლაპარაკობენ იღბალზე, რომ, სავარაუდოდ ჩვენ უფრო გვიმართლებს, მაგრამ თუ გადავხედავთ ფაქტობრივ გადაწყვეტილებებს - როგორც ერთი ცნობილი მწვრთნელი იტყოდა, რომელსაც ფაქტებით საუბარი უყვარდა, თუ აფსაიდი არის აფსაიდი,მაშინ ყველაფერი ნათელია."
"ისინი იღბალზე საუბრობენ?… პენალტი, რომელიც "ტოტენჰემთან" თამაშის ბოლო წუთზე დაინიშნა და საბოლოოდ გაუქმდა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიხსენოთ წითელი ბარათი, რომელიც ორიოლ რომეუს უნდა მიეღო გრინვუდზე ძალიან უხეში თამაშის გამო. ეს იყო წითელი და შესაძლოა, რომ ეს ჩვენ დაგვხმარებოდა. იგივე შეიძლება ითქვას მარკ ნოუბლის შესახებ, რომელიც უნდა გაეგდოთ მატჩში, რომელშიც "ვესტ ჰემთან" დავმარცხდით ".
"თქვენ საუბრობთ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ და შემდეგ შეცვალეს. მაშასადამე, შეიძლება პრეტენზია მეც მქონდეს, რომ მოედანზე მსაჯები მიიღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს ჩვენს წინააღმდეგ? ჩვენ ვაპირებთ ფოკუსირება მოვახდინოთ მხოლოდ თამაშზე, ხოლო მათ ილაპარაკონ რამდენიც და რაც სურთ."
"არ მსურს დეტალებში ჩაღრმავება, რადგან შეიძლება პრობლემები შემექმნას! საერთოდ არ ვდარდობ მსაჯებზე. ისინი გადაწყვეტილებების მიღების დროს არანაირ ემოციას არ განიცდიან. ამიტომ არ ვფიქრობ მსაჯებმა წაიკითხონ რას ამბობს მათზე ლამპარდი." - დაასრულა ნორვეგიელმა.