თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2020, 15:22
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2694,
კომენტარები: 34
პასუხმაც არ დააყოვნა
იღბალი? ან საერთოდ რაში აინტერესებთ რას ამბობს ლამპარდი.
პასუხმაც არ დააყოვნა
ოლე გუნარ სოლსკაიერმა უპასუხა ფრანკ ლამპარდს, ჟოზე მოურინიოს და სხვა სპეციალისტებს, რომლებმაც ახლახან დაიწყეს კამპანია,სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" დაადანაშაულეს, რომ ისინი ვარის დახმარებით ახერხებენ წარმატებას.

როგორც ჩანს, ვიღაცეებს სურთ გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე," - თქვა ოლემ "ჩელსისთან" თასის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"მესმის, რომ ბევრს ლაპარაკობენ იღბალზე, რომ, სავარაუდოდ ჩვენ უფრო გვიმართლებს, მაგრამ თუ გადავხედავთ ფაქტობრივ გადაწყვეტილებებს - როგორც ერთი ცნობილი მწვრთნელი იტყოდა, რომელსაც ფაქტებით საუბარი უყვარდა, თუ აფსაიდი არის აფსაიდი,მაშინ ყველაფერი ნათელია."

"ისინი იღბალზე საუბრობენ?… პენალტი, რომელიც "ტოტენჰემთან" თამაშის ბოლო წუთზე დაინიშნა და საბოლოოდ გაუქმდა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიხსენოთ წითელი ბარათი, რომელიც ორიოლ რომეუს უნდა მიეღო გრინვუდზე ძალიან უხეში თამაშის გამო. ეს იყო წითელი და შესაძლოა, რომ ეს ჩვენ დაგვხმარებოდა. იგივე შეიძლება ითქვას მარკ ნოუბლის შესახებ, რომელიც უნდა გაეგდოთ მატჩში, რომელშიც "ვესტ ჰემთან" დავმარცხდით ".

"თქვენ საუბრობთ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ და შემდეგ შეცვალეს. მაშასადამე, შეიძლება პრეტენზია მეც მქონდეს, რომ მოედანზე მსაჯები მიიღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს ჩვენს წინააღმდეგ? ჩვენ ვაპირებთ ფოკუსირება მოვახდინოთ მხოლოდ თამაშზე, ხოლო მათ ილაპარაკონ რამდენიც და რაც სურთ."

"არ მსურს დეტალებში ჩაღრმავება, რადგან შეიძლება პრობლემები შემექმნას! საერთოდ არ ვდარდობ მსაჯებზე. ისინი გადაწყვეტილებების მიღების დროს არანაირ ემოციას არ განიცდიან. ამიტომ არ ვფიქრობ მსაჯებმა წაიკითხონ რას ამბობს მათზე ლამპარდი." - დაასრულა ნორვეგიელმა.

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
34 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
18 ივლისი 2020 15:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნებისმიერ არგუმენტს დაუპირისპირდება საწინააღმდეგო არგუმენტი ვარია გადაწყვეტილებების შესახებ, ოლემაც აღმიშნა რამდენიმე, ამიტო რაიმეს გადაჭრით მტკიცება სისულელეა.
0
№2
ავტორი: DaTo_O
18 ივლისი 2020 16:11
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ისე თამაშით უნდა გადაუაროთ ჩელსის რომ სალაპარაკო აღარ ქონდეს არავის საერთოდ რამეზე, ყველას ეწვის ერთი ადგილი და უარესად უნდა აუწვათ :))))
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№3
ავტორი: ikeoni
18 ივლისი 2020 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აკრიახდენენ უკვე ეს ქათმები ხედავენ როგორ ბრუნდება მანიუ და ეჭვით ცენზურა ამ ბოზებს
0
№4
ავტორი: shotkin
18 ივლისი 2020 17:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არანაკლები მოხერხებული ენა აქვს ოლეს )) დღითიდღე მომწონს ეს კაცი ყველა ასპექტში, განსაკუთრებით კარგად იცის რამხელა მნიშვნელობა აქვს პრესას და თუ დააკვირდებით შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ამ უკანასკნელთან და ზოგიერთივით არ ჩხუბობს ან წუწუნებს. პრესის ხრიდან დასმულ ინტრიგნულ კითხვებსაც იმდენად მოხერხებულად პასუხობს რო ძაან კაი დიპლომატი დადგებოდა მგონი ამ კაცისგან :დ
0
№5
ავტორი: dzia_David
18 ივლისი 2020 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
კავანიზე მოვკარი თვალი გუშინ რაღაც ნიუსებს და რამე ვიცით ??
0
№6
ავტორი: BARAATTT
18 ივლისი 2020 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
დიპლომატობა უფრო მოუხდებოდა ჩემი აზრით :D ესეთ ქარცეცხლში არ გაატარებდნენ და ესეთი წნეხის ქვეშ არ იქნებოდა რთულია მესმის ეს ყველაფერივმაგრამ არ ვიცი მე ბიცჭებო თქვენსავით აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ არც ვიყავი და არც ეხლა ვარ და არც მომავალს ვუყურებ ოლეს მხრივ ფერადი სათვალით ვნახოთ რა იქნება ღმერთმა ქნას ყველაფერივმარგად იყოს მე გუნდს ვბალეშიკობ და არა რომელიმე პიროვნებას სუ მკიდია სულშერივიქნება თუ ვინმე სხვა მთავარია ჩემი გუნდი იყოს წარმატებული და მიხაროდეს თამაშების ყურება
0
№7
ავტორი: LASHQARA
19 ივლისი 2020 01:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
"ჩვენ ვაპირებთ ფოკუსირება მოვახდინოთ მხოლოდ თამაშზე, ხოლო მათ ილაპარაკონ რამდენიც და რაც სურთ." აი ამიტომ აღწევს წარმატებას იუნაიტედი და აი ამიტომ მიყვარხარ შენ ჩემო ოლე გუნარ სულშერ, ბაიერნის ფინალიდან დღემდე love am
0
№8
ავტორი: Lalana
19 ივლისი 2020 01:42
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ნამდვილად სწორად აღნიშნა.არ სჭირდება ამ ყველაფერს განხილვა,ყოველთვის იქნება შეცდომები,ხან ერთ მხარეს,ხან მეორე მხარეს.ვინმეს თუ ეგონა ვარის შემოტანის შემდეგ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა ნამდვილად ცდება,რადგან ამ ვარსაც ადამიანები აკონტროლებენ და თავისთავად ის ვერ იქნება იდეალური და ყოველთვის ზუსტი,ისეთი როგორიც საჭიროა.ასევე სწორად აღნიშნა რომ ახლა მთავარი შემდგომ მატჩებზე ვიყოთ კონცენტრირებული და მსგავს საბავშვო ბაღის საუბარს რომ ვიღაცას უმართლებს არაა მიზანშეწონილი,რადგან ერთხელ ერთს გაუმართლებს,მეორედ მეორეს,ეს ჩვეულებრივი რამ არის და არაფერია ამაში უცნაური.ხვალიდნელ თამაშს ველოდები,აგერ არსენალმა კი გამოაგდო სიტი და თუ გავცდით ჩელსის კარგი შანსი გვექნება ტიტულის მოგების.სიტიმ კი ძაან ჩაქიმა,არ ველოდი ასეთ დაღმასვლას.
0
№9
ავტორი: shotkin
19 ივლისი 2020 03:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Lalana
ნამდვილად სწორად აღნიშნა.არ სჭირდება ამ ყველაფერს განხილვა,ყოველთვის იქნება შეცდომები,ხან ერთ მხარეს,ხან მეორე მხარეს.ვინმეს თუ ეგონა ვარის შემოტანის შემდეგ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა ნამდვილად ცდება,რადგან ამ ვარსაც ადამიანები აკონტროლებენ და თავისთავად ის ვერ იქნება იდეალური და ყოველთვის ზუსტი,ისეთი როგორიც საჭიროა.ასევე სწორად აღნიშნა რომ ახლა მთავარი შემდგომ მატჩებზე ვიყოთ კონცენტრირებული და მსგავს საბავშვო ბაღის საუბარს რომ ვიღაცას უმართლებს არაა მიზანშეწონილი,რადგან ერთხელ ერთს გაუმართლებს,მეორედ მეორეს,ეს ჩვეულებრივი რამ არის და არაფერია ამაში უცნაური.ხვალიდნელ თამაშს ველოდები,აგერ არსენალმა კი გამოაგდო სიტი და თუ გავცდით ჩელსის კარგი შანსი გვექნება ტიტულის მოგების.სიტიმ კი ძაან ჩაქიმა,არ ველოდი ასეთ დაღმასვლას.


არ მიყვარს ხოლმე ესეთი ლაპარაკი რასაც ვიყვი მარა აშკარად შთაბეჭდილება დამრჩა რო სიტიმ დიდად თავი არ მოიკლა და არ გამოვრიცხავ რო გვარდიოლამ თავის თანამემამულეს და შეგირდს ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი მისცა და წაახალისა, სიტის ამ თასის ვერ მოგების გამო არავინ გააკრიტიკებს ხოლო არსენალს და არტეტას ძაან ქარცეცხლში გაატარებენ თუ ევროპაზე მაინც ვერ გავიდა და რამე მაინც არ მოიგო და მგონი გვარდომ უკიგრა და შანსი მისცა, სხვანაირად მე ვერ ავხსნი იმას რაც მოხდა, თამაშს ვუყურე და ასეთ საზიზღარ არსენალის დაცვას 1 გოლიც ვერ გაუტანო როცა სიტი ხარ ცოტა სტრანნია, ეს გუნდი არ გავდა იმ გუნდს ვინც ლივერულთან იყო და გაანადგურა იმენა მოტივაცია და ჯიგარი აკლდათ აშკარად და ხელოვნურად ჩანდა ყველაფერი , მოკლედ მთლად პატიოსნების სუნი არ უდიოდა ამ თამაშს არაა არსენალი ის გუნდი რო სიტის რო მოუნდეს ვერ მოუგოს აი მაგას ვერავინ დამაჯერებს რაცარუნდა ერთ ადგილას გაიხეს არსენალისს მთლიანი შემადგენლობა.
0
№10
ავტორი: daviddavid86
19 ივლისი 2020 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ძალიან კაი არსენალს უფრო ადვილად მოვუგებთ ფინალში)). აქ ვიღაცა წერდა რა აზრი აქვს ფინალში გასვლას მაინც სიტი მოგვიგებსო, და გეგონება 2 :0 მანჩესტარმა არ თხარა სიტის ამ სეზონში, ესეთი ცუდი წარმოდგენა რატო უნდა გქონდეს გუნდზე რომელსაც გულშემატკივრობ ვერ ვხდები, ფეხბურთია და ან წააგებს შენი გუნდი ფინალს ან მოიგებს სიტოსთან მარა 25 პროცენტს რა პონტში აძლევ. რავი ვერ ვხდები დენს საყვარელ გუნდს რომელსაც 20 თამაშია თითქმის მიჯრიდ არ წაუგია..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top