VAR სისტემა ემხრობა "მანჩესტერ იუნაიტედს" და ფრეკ ლამპარდი შიშობს, რომ ეს შეიძლება FA თასის ნახევარფინალშიც ასე იყოს.
"ჩელსის" ოფიციალურმა პირებმა VAR ტექნოლოგიების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს. ფრენკ ლამპარდი შეშფოთებულია, რომ VAR სისტემა ემხრობა "წითელ ეშმაკებს" და ეს უემბლიზეც შეიძლება მოხდეს მისი გუნდის წინააღმდეგ.
ამ სეზონში არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული "იუნიატედის" სასარგებლოდ. თვლიან, რომ წინა თამაში "კრისტალ პალასთან" ჯერ 100% თერთმეტ-მეტრიანი არ დანიშნეს "იუნაიტედის" კარში, ხოლო შემდეგ საკამათო გოლი გაუუქმეს ჯორდან აივუს.
"კრისტალ პალასის" თავმჯდომარე სტივ პარიშმა Twitter- ზე პრეტენზია გამოთქვა და თქვა: "VAR არის არასამართლიანი"