პოლმა კლუბს აცნობა, რომ...
პოლ პოგბა აშკარად მიანიშნებს, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედთან" გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას:
"მე ნამდვილად ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდი" პოგბას ერთი წელი აქვს დარჩენილი არსებულ კონტრაქტით, მაგრამ ფორმაში შესულ "იუნაიტედის" მოთამაშეს სურს ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი.
ის აცხადებს, რომ ოლდ ტრეფორდზე უფრო მეტად ტკბებოდა თავისი ფეხბურთით და მადლობას უხდის კლუბს და მის თანაგუნდელებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ მის მიმართ გამოხატეს.
ოლე გუნარ სოლსკაიერმა ამ კვირაში თქვა, რომ იმედოვნებს პოგბა გააფორმებს ახალ კონტრაქტს "იუნაიტედთან". მიუხედავად დიდი ინეტერსისა "რეალის" და "იუვენტუსის" მხრიდან, პოლი საბოლოოდ მაინც დარჩება ამჟამინდელ კლუბში კიდევ 5 წლის ვადით.
როგორც ჩანს ზიდანს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მიუხედავად პრეზიდენტ პერესის დიდი ძალისხმევისა, პოლმა დარჩენა გადაწყვიტა.
დღევანდელი კონტრაქტით მას კვირაში 290,000 ფუნტი აქვს,. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახლანდელი კონტრაქტის თანახმად "წითელ ეშმაკებს" შესაძლებლობა აქვთ პოლი თავიანთ რიგებში 2022 წლამდე დატოვოს.
https://www.telegraph.co.uk/