"პალასის" მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა თქვა, რომ მას სურდა მეისონ გრინვუდის იჯარა, მაგრამ მან მიიღო უარი.
”ოჰ! მეისონი ფანტასტიკური მოთამაშეა! ამის შესახებ ჰოჯსონმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა. - ჩვენ მას გარკვეული დრო ვაკვირდებოდით და სეზონის დაწყებამდე გავაკეთეთ თხოვნა, იყო თუ არა შესაძლებელი მისი დაქირავება, მაგრამ მივიღეთ კატეგორიული პასუხი: ”არანაირი შანსი! ის არის ჩვენი მოთამაშე და დარჩება გუნდში. ”
”რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მაშინ ვერ შეძლო მისი გადმოყვანა და ახლა პრემიერ ლიგის ყველამ უკვე იცის,მისი ნიჭის შესახებ. გასაკვირი არ არის, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს მასთან, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი სჭირდებათ და ისეთი დიდ კლუბში, როგორც "იუნაიტედია", ხანდახან უნდა დაელოდო შენს შანსს."
”ამ შემთხვევაში, მას არ დაჭირდა ლოდინი. იგი მარკუს რეშფორდივით მალევე მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ახლა მათ ყავთ ახალგაზრდა, მაგრამ წამრმოუდგენლად ნიჭიერი თავდასხმის ხაზი." - თქვა "კრისტალ პალასსის" თავკაცმა.