ინგლისის პემიერ ლიგამ გადაწყვიტა სატრანსფერო ფანჯრის გახსნა. აქამდე შემაკავებელი მსოფლიოში არსებული პანდემია იყო.
"კლუბებს საშუალება ექნებათ დაარეგისტრირონ ახალი მოთამაშეები 27 ივლისიდან 5 ოქტომბრამდე, ასევე გაკეთდება დამატებითი ფანჯარა, რომლის დროსაც პრემიერ ლიგის კლუბები შეძლებენ გარიგებები დადონ ლიგა 1 და ლიგა 2 კლუბებთან."
"ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფანჯარა10 კვირის განმავლობაში ღია იქნება - 27 ივლისიდან 5 ოქტომბრამდე."
"ასევე დაემატება შიდა ფანჯარა, რომელიც 17 ოქტომბერს 17:00-ზე დაიხურება. 5-17 ოქტომბრამდე ინგლისურ კლუბებს, მხოლოდ შიდა გაყიდვები და იჯარები შეეძლებათ."
პემიერ ლიგას ფანჯრის გახსნა ფიფამ უნდა დაუდასტუროს.