სანჩესი,სმოლინგი,ლინგარდი და სხვები. ოლე ფეხბურთელების გაშვებას ითხოვს.
The Telegraph- ის თანახმად, ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" მოისმენს შემოთავაზებებს, რადგან ოლეს სურს ახალი ტრანსფერებისთვის თანხების მიღება.
ოლემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და თუ კლუბი მიიღებს მათთვის სასურველ შეთავაზებას, გუნდს ამ ზაფხულს ალექსის სანჩესი, კრის სმოლინგი, მარკუს როხო, ფილ ჯონსი, ჯესი ლინგარდი და დიეგო დალოტო დაემშვიდობებიან..
გამოცემის თანახმად, სოლსკიაერის სატრანსფერო მთავარი სამიზნე სანჩოა, თუმცა მის გარდა ის ერთი თავდამსხმელის და ასევე მცველის შეძენას აპირებს. თუ რათქმაუნდა კლუბი მიცემს შესაბამის ფინანსებს.
პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, სოლსკიაერი არ ელოდება ვუდვორდისგან დიდი თანხის მიღებას, სწორედ ამიტომ ცდილობს ოლე ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გაყიდვას.
ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული სანჩესის გაყიდვაა, რადგან ჩილელი კვირაში 400 ათას ფუნტს იღებს, პრემიების გარდა. ახლაც კი როცა სანჩესი განათხოვრებულია, "იუნაიტედი" ხელფასის სახით კვირაში 175000 ფუნტს მაინც უხდის.
რაც შეეხება სმოლინგს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიდი ალბათობით კრისი კიდევ ერთი წელი დარჩება "რომაში" აუცილებელი გამოსყიდვის პირობით და მასში იტალიური კლუბი 21 მილიონს გადაიხდის.
ჯესი ლინგარდის შეძენით კი დაინტერესბულია რამდენიმე ინგლისური კლუბი და ასევე ევროპული კუბებისგანაც არის დიდი ინეტრესი.
ასევე გადაწყდა, რომ კლუბს დაემშვიდობება ფილ ჯონსი. მათ აღარ აქთ იმის იმედი, რომ ჯონსი აღიდგენს ფორმას და შეძლებს გუნდის დახმარებას. ასევე გადაწყვეტილია დალოტის გაშვება, რადგან ოლე თვლის რომ პორტუგალიელი არ შეესაბამება "მანჩესტერ იუნაიტედის" დონეს.
http://www.manutd.ru/