ფილ ჯონსი დაბრუნებას და ძირითადისთვის ბრძოლას იწყებს.
ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი წერს, რომ ფილ ჯონსი ცდილობს მოაგვაროს ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც შესაძლოა მას შესაძლებლობა მისცეს რეგულარულად მიიღოს სათამაშო პრაქტიკა "მანჩესტერ იუნაიტედში" ან სხვა კლუბში.
28 წლის მცველმა ოპერაცია გაიკეთა, რამაც უნდა გადაჭრას ის დიდი პრობლემა, რასაც მუდმივი ტრამვიანობა ქვია. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ჯონსი მალე დაიწყებს აღდგენით ვარჯიშებს.
თუ ინგლისელი კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, ამ შემთხვევაშიც იქნება პრობლემები, რადგან მისი ხელფასი კვირაში 75000 ფუნტს შეადგენს, ამ თანხის გადახდა კი ბევრ კლუბს არ შეუძლია. ფილის მიმართ დაინტერესება იყო რამდენიმე იტალიური კლუბისგან, თუმცა მას ბევრი მსურველი ნამდვილად არ ყავს.
ამავდროულად, ჟურნალისტის თქმით, "იუნაიტედი" იმედოვნებს, რომ ჯონის გაივლის მატიჩის გზას და ის რეგულარული წევრი გახდება სოლსკიაერის გუნდის.
ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯონსს მხოლოდ 57 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ 2018 წლის დეკემბერში მან ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს.
http://www.manutd.ru/