გუშინ გაიმართა მომდევნო ტური, სადაც "წითელმა ეშმაკებმა" "წმინდანებს" უპასპინძლეს და გუნდები ფერეს 2-2 დაჯერდნენ.
ეს თამაში დიდ მნიშვნელობას ატარებდა "იუნაიტედისთვის", რადგან წინა ტურში მათმა უშუალო კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და მოგების შემთხვევაში "ეშმაკები" მე-3 პიზიციაზე გადაინაცვლებდნენ. თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს და საკუთარ კედელბში უმოტივაციო "საუთჰემპტონი" ვერ დაამარცხეს.
ამ თამაშს სხვადასხვა გამოხამურება მოყვა. ლეგენდარულმა პოლ სქოულზმა ვიქტორ ლინდელოფზე ისაუბრა და თავისი მოსაზრება გამოთქვა. ასევე სხვადასხვა საფეხბურთმო ექსპერტებმა განიხილეს განვლილი თამაში. ძალიან ბევრი ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ "იუნაიტედის" დაცვა მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად ვერ დგას და მათი შეცდომები გუნდს საკუთარ კარში მიღებულ გოლად ან სულაც ქულებიც დაკარგვად უჯდება.
სურათზე ნათლად ჩანს ჰარი მაგუაიერის შეცდომა. 80 მილიონიანი მცველი, ასეთ შეცდომას ნამდვილად არუნდა უშვებდეს. დააკვირდით ვის იყვანს გუნდის ცენტრალური მცველი. ეს არც მეტი არც ნაკლები აარონ ვან-ბისაკაა. რატომ იყვანდა საკუთარ თანაგუნდელს ამას ახსნა ვერავინ მოუძებნა, როდესაც ცენტრალურ ზონაში უნდა ყოფილიყო და მოწინააღმდე გუნდის ფეხბურთელი დაეჭირა.
ამავე სურათზე ნათლად ჩანს, რომ ვიქტორ ლინდელოფი მასზე საკმაოდ ტანდაბალ ფეხბურთელს არასწორად იყვანს, რის გამოც მოწინააღმდეგე ფეხბურთელს ეძლევა სრული უპირატესობა. შედეგმაც არ დააყოვნა და "იუნაიტედმა" ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
შეჯამება რომ გავაკეთოთ, მართალია გუნდი ბევრ გოლს არ უშვებს, თუმცა ეს მხოლოდ დაცვის ხაზის დამსახურება ნამდვილად არ არის. ბრუნოს მოსვლის შემდეგ გუნდი საკმაოდ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და მოწინააღმდეგეს არ ეძლევა ბევრი შანსი. ისიც გასათვალისიწნებელია, რომ "იუინაიტედს" კარში მსოფლიოს ერთერთი საკეთესო მეკარე უდგას და თუნდაც ბოლო თამაშებში, ბევრი საოცარი სეივი შეიძლება გაგვახსენდეს.
ფაქტი ერთი და სამწუხაროა: "მანჩესტერ იუნაიტედს" ნამდვილად არ ყავს ძლიერი დაცვის ხაზი.