საბოლოო ჯამში, "მანჩესტერ იუნაიტედი" დათმობაზე წავიდა და სანჩოში 85 მილიონი ევრო შეთავაზა.
"იუნაიტედი" არ აპირებს შეთავაზებული თანხა გაზარდოს, თუმცა გერმანელთა ბანაკში თვლიან, რომ იგივე თანხის მიღება შეუძლიათ, რაც თავის დროზე "ლესტერმა" მიიღო ჰარი მაგუაიერში.
ასევე სანჩოს კონტრაქტი ითვალისწინებს გარკვეულ ბონუსებსაც. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, "დორტმუნდი" დამატებით 10 მილიონს მიიღებს. საბოლოო ჯამში ტრანსფერის ფასი 95 მილიონს მიაღწევს.