მომდევნო სეზონის დაგეგმვისთვის "პარი სენ-ჟერმენს" აქვს ძალიან ბევრი დრო. ტომას ტუხელი დაჟინებით თხოვს ხელმძღვანელობას მარკუს რეშფორდის შეძენას.
მარკუს რეშფორდს როგორც მთავარ სამიზნეს ტუხელი ისე განიხილავ. თუმცა ოლდ ტრაფორდზე დიდად აფასებენ რეშს, ამიტომ წარმოუდგენელია თუ რა უნდა შესთავაზონ, რომ "ეშმაკები" მის გაყიდვას დათანხმდნენ. "პესეჟეს" მფლობელი კი მზად არის პანდემიის პირობებშიც კი, 100 მილიონზე მეტი გადაიხადოს და ტუხელს მოთხოვნა დაუკმაყოფილოს.
გერმანელი თავკაცი, რეშფორდში მრავალფეროვან ფეხბურთელს ხედავს და მიიჩნევს, რომ ნეიმარის იდეალური შემცვლელი იქნება. რეშს ასევე მოიაზრებენ კილიან მბაპეს გრძელვადიან შემცვლელად, თუ ეს უკანასკნელი "რეალში" ამოყოფს თავს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელს იდეალური ურთიერთობა აქვს ოლე გუნარ სოლსკიაერთან და ეს ტრანსფერი ურთულესი შესასრულებელი იქნება.