თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2020, 14:18
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1779,
კომენტარები: 10
ოლეს ვრცელი ინეტრვიუ
სოლსკიაერმა თამაში და ზოგადი სიტუაცია შეაჯამა.
ოლეს ვრცელი ინეტრვიუ
თამაშის შეფასება

20-25 წუთი დაგჭირდა იმისთვის, რომ სისწრაფე აგვეკრიფა. მე ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახერხეთ კარის მშრალად შენახვა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მეორე ტაიმით. ჩვენ შევქმენით მომენტები და მოწინააღმდეგე ვერ უახლოვდბებოდა ჩვენს საჯარიმოს.

ჯარიმა ბრუნო ფერნდანდეშზე

თუ მე შევეცდები თქვენს მოტყუებას და თქვენ წამაქცევთ, ეს რათქმაუნდა ჯარიმაა. ბრუნო ფანტასტიკურ ფინტს იყენებს მარადონას სტილში და ეცემა მოწინააღმდეგის ფეხზე, დიახ ეს იყო თერთმეტ-მეტრიანი.

თავდაჯერებული თამაში

ვფიქრობ, ცოტა გაგვიმართლა, რომ შესვენებაზე გავედით ანგარიშით 2: 0. მაშინაც კი, თუ ანგარიში 1: 0 იქნებოდა, ვფიქრობ, ჩვენს მცველებს შეეძლებოდათ კარის შენახვა. მათ სწორად მიიღეს კრიტიკა ბოლო მატჩის შემდეგ და დღეს მათ ძალიან კარგად ითამაშეს. მეორე ტაიმში, ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ.

გრინვუდს შეუძლია მიაღწიოს ბევრს

მან უნდა მართოს საკუთარი თამაში. მე მხოლოდ მას ცოტათი ვეხმარები, მას სჭირდება ვარჯიშსა და მატჩებში მუშაობა და სწორად მოქმედება. ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული და კარიერაში შეძლებს წავიდეს იქამდე, სადამდეც მოისურვებს. ის გამონაკლისი ბომბარდირია და მიკვირს რომ მან დღეს პირველი შანსი არ გამოიყენა. თქვენ არ შეგიძლიათ არ დააყენოთ ფეხბურთელი ძირითადში, თუ ის იტანს გოლებს. ეს უბრალოდ შეუძლებელია.

მეტი მეისონის შესახებ

ის 18 წლისაა, ასე რომ, რა თქმა უნდა, ის პროგრესირებს. მას მოსწონს ფეხბურთი: ის არის დაბადებული ფეხბურთელად. ის ჩვენს აკადემიაში მოვიდა, როგორც პატარა ბიჭი. მისმა მამამ მაჩვენა ფოტო, სადაც ერთად ვიყავით გადაღებული, როდესაც ის 7 წლის იყო. ის კლუბში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა. ცოტა ხნით ადრე, ახალგაზრდულმა გუნდმა 5: 1 თუ 5: 2 ანგარიშით "ჩელსი" დაამარცხა და მან სამი გოლი გაიტანა. მე ვუყურე ამ თამაშს განმეორებით და მისთვის ბუნებრივია გოლების გატანა. ახლა ის თამაშობს საუკეთესო ფეხბურთელებთან და მან იცის, რა გვინდა მისგან და ჩვენ გვჯერა მისი.

პოგბას კონტრაქტზე პროგრესი

პოლს ჯერ კიდევ აქვს დადებული კონტრაქტი კლუბთან. ეს ბევრჯერ მითქვამს და ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი მოთამაშეა, ფანტასტიკური ადამიანი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. ვფიქრობ, ხედავთ, რომ ის ამტკიცებს, თავის საუკეთესოობას. მან ტრავმის გამო ძალიან ბევრი გამოტოვა. შესამჩნევია, რომ მას თამაში უყვარს. გუნდი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც მან დატოვა, როდესაც ის დაშავდა. ის ორიენტირებულია თამაშზე და მთელ თავის ძალისხმევას უთმობს მოედანს. გასახდელ ოთახში მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ფეხურთელები

უბრალოდ კონცენტრირება მოახდინე შენს შემდეგ სამუშაოზე. არ დაიჯეროთ სხვადასხვა ჭორები და ნუ მიაქცევთ ყურადღებას კრიტიკას. შეასრულეთ თქვენი საქმე: დაუბრუნდით სახლში, გამოჯანმრთელდით, ხვალ დილით დაუბრუნდით ვარჯიშს და კვლავ გამოჯანმრთელდით, რადგან ორშაბათს მძიმე თამაში გვექნება "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ, ალბათ ყველაზე გამოცდილ პრემიერ-ლიგის გუნდის წინააღმდეგ.

პრემიერ-ლიგის რეკორდი

თითოეულ ამ მატჩებში ხუთი გოლი უნდა გაგვეტანა! ჩემთვის ეს სტატისტიკა გასაკვირი იყო, მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი ქულა უნდა ავიღოთ. ჩვენ ჩვენს კარს მშრალად ვინახავთ და ეს მშვენიერია, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვიძლო.

ბურთების სხვაობა მოწინააღმდეგეებთან

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ბევრის გაიტანა, გაცილებით მეტი გოლი შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვაგრძელებთ თამაშს ბოლომდე. თუ გაიმარჯვებთ 1: 0, 2: 0, 3: 0 ანგარიშით, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ ქულებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გოლების სხვაობა საბოლოო ჯამში არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. ბოლო ორ მატჩში შეგვეძლო კიდევ 10 გოლის გატანა.

თამაშების გრაფიკი

არ არის მარტივი ასეთი დატვირთული გრაფიკით თამაში, ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ სწორად კეთება მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან ორშაბათს კიდევ გვაქვს თამაში.

მარსიალს მოედნიდან გასვლა არ სურდა

ენტონი უკეთესი და უკეთესი ხდება და რა თქმა უნდა შეეძლო თამაშის გაგრძელება, ის ყველა მატჩში თამაშობს სასტარტო შემადგენლობაში. ძალიან გავბრაზდებოდი, თუ ის თავად მოისურვებდა მოედნის დატოვებას, ყველას სურს გუნდის ნაწილი იყოს, იყოს მოედანზე და მან თავისი წვლილი შეიტანა, ამიტომ ყველაფერი წესრიგშია. ჩემთვის საამაყოა ის, რომ მას შეუძლია ყველა თამაშის ძირითადიდან დაწყება.

სამომავლო პერსპექტივები ტიტულებვისთვის ბრძლაში

დარწმუნებული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუბრუნდება ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას. ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, იმაზე, ვინც კლუბშია და რამდენად სწრაფად შეგვიძლია ამ პროცესის დაწყება. ჩვენ ნამდვილად ვუმჯობესდებით და ვითარდებით გუნდურად და უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ სეზონშიც კი ძალიან გრძელი გზა გავიარეთ.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
10 ივლისი 2020 14:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მაგარი კაცია რა ოლე ჯერ კიდევ დასაწყისში როცა ახალი მოსული იყო სულ ვამბობდი რო მომწონს ამ კაცის მიდგომა და აზროვნებათქო ძაან საინტერესოდ საუბრობს და გასახარია რო ეს საუბარი მხოლოდ საუბრად არ რჩება და ისახება საქმეში. ალბათ აქამდე ვისაც ოლეში ეჭვი ეპარებოდა და ვიცი რო ესეთი ბევრი იყო ახლ კითხვის ნიშნები აღარ დარჩა მის მიმართ ყოველ შემთხვევაში სიეთი დიდი კითხვის ნიშნები როგორც აქამდე იყო, შარშან ტურნირის ამ ეტაპზე მახსოვს გაანიავეს ქულები და ბოლო მატცებში უაზროდ გაუგებრად დაკარგეს ქულები რაც ლიგის საგზურის ფასად დაგვიჯდა და აგერ პასუხიც და რეაგირებაც ესეთი უნდა როგორც წელს, მართლა თითო მატჩში იმდენი საგოლე მომენტი იქმნება რო თავისუფლად შეგვიძლია 4 და 5 ბურთის გატანა, კიბატონო ეს გუნდები არ არიან ახლა ჰაი ლეველზე მარა ისიც არ დაგავიწყდეთ რო სწორედ ასეთი გუნდები უგებდნენ ვან გაალს და მოურინიოს ხშირ შემთხვევაში, მოკლედ პროგრესი არის და საკმაოდ დიდი შემადგენლობაც უკვე საკმაოდ სიმპათიურია და 1-2 კარგი ტრანსფერი ამ გუნდს საერთოდ სხვა ლეველზე აიყვანს.
1
№2
ავტორი: ikeoni
10 ივლისი 2020 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მომავალ სეზონში აუცილებად ვიბძოლებთ ჩემპიონობისთვის ეს გუნდი კიდე თუ მოუმატებს თორე დაკლებით არაფერი დააკლდება
0
№3
ავტორი: sir-alex
10 ივლისი 2020 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
მაგარია ოლე ჩელსი უნდა გავხიოთ იასნა არ უნდა წავაგოთ თორე 16 მაჩIანი წაუგებელი სერია წყალში ჩაგვეყრება <3
0
№4
10 ივლისი 2020 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 310
არ ვიცი რა.. დაფრინავენ ბიჭები... ცოდოები არა ვართ ამ ადგილზე რომ ვიმყოფებით?! გრინვუდი გიჟია სუფთა, რა დრიბლინგი, რა ორივე ფეხით დარტყმა კარებში, რა გაბარიტები... მალე დიდი ფეხბურთელი გახდება, ადრეც ვამჩნევდი, რომ საუცხოო მონაცემები ჰქონდა.
0
№5
ავტორი: David_Beckham7
10 ივლისი 2020 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
საღოლ რა ოლეს. ეს კაცი ალბათ კარიერის ბოლოს წიგნებსაც დაწერს მწერალი გეგონება ისე საუბრობს. ესეთი საუბარი ესეთი დიპლომატიური მიდგომა არვიცი. დარწმუნებული ვარ მარსო და ნებისმიერი სულ რო ნაწყენი იყოს მოედნიდან გაყვანით და მერე ამ ინტერვიუებს ისმენენ წამიერად ულბებათ გული. და ესეც უნდა იყოს მოედნიდქნ გასვლა უნდა გესიკვდილებოდეს თავდამსხმ3ლს არ ვამბობ ჰეთრიკს რო შეასრულებ და ტაშით გაცილ3ბენ 80 წუთზე. მოკლედ ძაან კაი სიტუაცია სუფევს გუნდში და ესე უნდა ჩავამთავროთ ბოლომდე და მომავქლ სეზონშიც უფრო ძლოერები დავბრუნდეთ
1
№6
ავტორი: shotkin
10 ივლისი 2020 18:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: The red devi11
აქამდე სულ ვფიქრობდი რომ ამ გუნდს სანჩო დახატავდა მაგრამ დღითი დღე მეცვლება ეს აზრი. სანჩოს ნაირ ახალგაზრდაზე ძალიან ძნელია უარი თქვა მაგრამ რასაც გრინვუდი აკეთებს რავიცი ორ წელში რა იქნება წარმომიდგენია თუ ასე განაგრძო მანჩესტერელია აკადწმიის აღზრდილი, უბრალოდ სანჩოს ოდნავ მეტი კლასი აქვს სხვა კონპონენტებშიც . ამ ზაფხულს ჯობია დახარჯონ მცველიში და ღრმა ფლეიმეიკერში ანუ მატუჩის ნაირ იგროკში, რომელსაც შეუძლია უკნიდან მართოს თამაშის ტემპი, ფრედი და სკოტი მაგარია მესმის მაგრამ არცერთი არაა ღრმა ფლეიმეიკერი ორივე კარგია მაშინ, როდესაც კონტრშეტევას თამაშობ კარგი პრესინგი ბურთის ამოტანა, მაგრამ როდესაც გრანდიბხარ და უმეტესობა თამაშებში გიწევს 11 კაციან დაცვას ეთამაშო მაშინ ფასდება ზუსტად მატიჩები, პასის კულტურა კლასი მოედნის ხედვა უკნიდან აკონტროლება თამაშს როდესაც პოგბა და ბრუნო საჯარიმოსთან ტრიალებენ. ასეთია ვერატიც. კანტე რომ კანტეა და ძაან ძლიერია, მუდმივად შემტევ გუნდში ჩემი აზრით არ ვარგა არ აქვს პლეიმეიკერის თვისებები. თავის დროზე ია-ია ტყრეც მაგას შეეწირა კლასნი კი იყო მაგრამ წინ მოთამაშე მაინც როგორც პოგბა. მე მაგიჩის ვერატის სქოულზის სტილს მოვძებნიდი ცენტრში Deep playmaker ასე ქვიარასაც ხშირად თამაშობდა სქოულზი. ეს ორი პოზიცია და ჩემი აზრით მეტი არაფერი გვინდა. ჰა ჰა გრინვუდს ვინმე გამოცდილი მოუყვანონ 1-2 წელი რომ მთლად თავში არ აუვარდეს და ეგაა


სანჩოს მოსვლა გრინვუდს არანაირად არ შეაფერხებს და რატო , მოგეხსენებათ გრინვუდი ორივე ფეხით კარგია შესაბამისად ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და უთამაშია ბევრჯერ ასევე ცენტ ფორვარდადაც უთამაშია და გრინვუდი არა მხოლოდ მარჯვენა ვინგერის არამედ რეშფორდის და მარსიალის კონკუენტიც იქნება და თავისი წილი სათამაშო დრო სულ მიეცემა, გასაგებია და მეც აღფრთოვანებული ვარ მაგ ბავშვით მარა ზოგადად გუნდის უფრო გასაძლიერებლად სანჩო საჭიროა მითუმეტეს ლიგაზე რო დავეტაკებით ბობოლა გრანდებს რაც უფრო მეტი არჩევანი გვექნება შეტევაში მით უკეთესი თან არასდროს არიცი ტრანვიანობა როდის იჩენს თავს და ძლიერი ხალხი საჭიროა ასე იქმნება გუნდი. რაც შეეხება ღრმა ნახვევარმცველს არამგონია მანდ ვინმე დაიმატოს ოლემ ალბათ უფრო ცენტრალური მცველი და დანჩო მეტი არავინ ჭირდება ამ ეტაპზე გუნდს ძაან კარგი გუნდია და უკეტესი გახდება ამ ორი პოზიციის გაძლიერებისას, ნახევარდაცვის ცენტრში იმდენად კაი ხალხია რო კაი ხანი მანდ ტრანსფერს არ გააკეთებენ
0
№7
10 ივლისი 2020 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 310
სისწრაფეაკრეფილი თავდამსხმელი მეგუაირზე რომ მიდის, უკვე პანიკა მეწყება ხოლმე.

სისწრაფეაკრეფილი თავდამსხმელი მეგუაირზე რომ მიდის, უკვე პანიკა მეწყება ხოლმე.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივლისი 2020 21:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაცვაში რო არ ჯდებიან გოლის მერე და კიდე და კიდე უტევენ და გააქვთ გოლები ეგ არი ყველაზე დიდი ბედნიერება wink
0
№9
ავტორი: Karanadze
11 ივლისი 2020 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Dzalian kargia konkurencia gundshi da sanchoc kargi iqneboda magram imxela tanxas ixdian mashin rodesac im poziciaze aravinaa exla ki gamochnda grinvudi da magxela tanxav exlave agar gaisvrian
0
№10
ავტორი: The Special One
11 ივლისი 2020 16:19
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: The red devi11
ციტატა: shotkin
ციტატა: The red devi11
აქამდე სულ ვფიქრობდი რომ ამ გუნდს სანჩო დახატავდა მაგრამ დღითი დღე მეცვლება ეს აზრი. სანჩოს ნაირ ახალგაზრდაზე ძალიან ძნელია უარი თქვა მაგრამ რასაც გრინვუდი აკეთებს რავიცი ორ წელში რა იქნება წარმომიდგენია თუ ასე განაგრძო მანჩესტერელია აკადწმიის აღზრდილი, უბრალოდ სანჩოს ოდნავ მეტი კლასი აქვს სხვა კონპონენტებშიც . ამ ზაფხულს ჯობია დახარჯონ მცველიში და ღრმა ფლეიმეიკერში ანუ მატუჩის ნაირ იგროკში, რომელსაც შეუძლია უკნიდან მართოს თამაშის ტემპი, ფრედი და სკოტი მაგარია მესმის მაგრამ არცერთი არაა ღრმა ფლეიმეიკერი ორივე კარგია მაშინ, როდესაც კონტრშეტევას თამაშობ კარგი პრესინგი ბურთის ამოტანა, მაგრამ როდესაც გრანდიბხარ და უმეტესობა თამაშებში გიწევს 11 კაციან დაცვას ეთამაშო მაშინ ფასდება ზუსტად მატიჩები, პასის კულტურა კლასი მოედნის ხედვა უკნიდან აკონტროლება თამაშს როდესაც პოგბა და ბრუნო საჯარიმოსთან ტრიალებენ. ასეთია ვერატიც. კანტე რომ კანტეა და ძაან ძლიერია, მუდმივად შემტევ გუნდში ჩემი აზრით არ ვარგა არ აქვს პლეიმეიკერის თვისებები. თავის დროზე ია-ია ტყრეც მაგას შეეწირა კლასნი კი იყო მაგრამ წინ მოთამაშე მაინც როგორც პოგბა. მე მაგიჩის ვერატის სქოულზის სტილს მოვძებნიდი ცენტრში Deep playmaker ასე ქვიარასაც ხშირად თამაშობდა სქოულზი. ეს ორი პოზიცია და ჩემი აზრით მეტი არაფერი გვინდა. ჰა ჰა გრინვუდს ვინმე გამოცდილი მოუყვანონ 1-2 წელი რომ მთლად თავში არ აუვარდეს და ეგაა


სანჩოს მოსვლა გრინვუდს არანაირად არ შეაფერხებს და რატო , მოგეხსენებათ გრინვუდი ორივე ფეხით კარგია შესაბამისად ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და უთამაშია ბევრჯერ ასევე ცენტ ფორვარდადაც უთამაშია და გრინვუდი არა მხოლოდ მარჯვენა ვინგერის არამედ რეშფორდის და მარსიალის კონკუენტიც იქნება და თავისი წილი სათამაშო დრო სულ მიეცემა, გასაგებია და მეც აღფრთოვანებული ვარ მაგ ბავშვით მარა ზოგადად გუნდის უფრო გასაძლიერებლად სანჩო საჭიროა მითუმეტეს ლიგაზე რო დავეტაკებით ბობოლა გრანდებს რაც უფრო მეტი არჩევანი გვექნება შეტევაში მით უკეთესი თან არასდროს არიცი ტრანვიანობა როდის იჩენს თავს და ძლიერი ხალხი საჭიროა ასე იქმნება გუნდი. რაც შეეხება ღრმა ნახვევარმცველს არამგონია მანდ ვინმე დაიმატოს ოლემ ალბათ უფრო ცენტრალური მცველი და დანჩო მეტი არავინ ჭირდება ამ ეტაპზე გუნდს ძაან კარგი გუნდია და უკეტესი გახდება ამ ორი პოზიციის გაძლიერებისას, ნახევარდაცვის ცენტრში იმდენად კაი ხალხია რო კაი ხანი მანდ ტრანსფერს არ გააკეთებენ

ვერ დაგეთანხმები მეგობარო. ამ შეუძლია აქეთ იქეთ თამაშები მინდა რომ დავივიწყოთ სამუდამოდ რა. შეუძლია ერთია და იდეალური ფეხი მაინც მარცხენაა კონფორტულად გრძნობს როდესაც მარცხენას ურტყავს და მარჯვნიდან შედის ასე რომ 100% თუ გვინდა ფეხბურთელისგან მივიღოთ მარჯვნივ უნდა გამოიყენოს. სანჩო სანჩოა და არ ვდაობ რომ გუნდს გააძლიერებს მაგრამ არის აქ ერთი მომენტი ორივე ახალგაზრდა ორივე მომავალი არ ვიცი ერთს აწვებიან ხოლმე საერთოდ როგორც წესი. და ნახევარდაცვაში ღრმა ფლეიმეკიკერს პოგბა და მატიჩი თამაშობენ მარტო ამათ შეუძლიათ. პოგბა ცოდოა მასე უკან დასაწევად და მატიჩი ბერდება ფრედი მაკტომინეი მაგ პოზიციაზე ვერცერთი ვერ ივარგებს და რატო პასის კულტურა კლასი და თამაშის ტემპის მართვა არცერთს არ დეუძლია. და როდესაც გვინდა სულ ვუტევდეთ და მითუმეტეს ჩამჯდარ გუნდებს ეს პოზიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

საქმეც მაგაშია რო არ აქ აზრი რომლით დაარტყავს,აკადემიის თამაში თუ გაქ ნანახი,ჯარიმებს ხან მარცხენათი ურტყავს ხან მარჯვენათი,პენალტებსაც ეგრე.აზრი რომ ქონდეს შევამჩნევდით რომ არ ეკომფორტულება რომელიმე ფეხი მარა ფაქტია ორივეს ისე იქნევს მეშინია შტანგა არ გააძროს ხოლმე :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top