"მე არ შემიძლია კომენტარის გაკეთება მოთამაშესა და კლუბს შორის მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ საუკეთესო ფეხბურთელები." ასე უპასუხა ოლემ ჟურნალისტის კითხვას პოლის შესახებ.
"ჩვენ გვჭირდება ჩვენი ყველა ფეხბურთელი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. რაც პოლი დაბრუნდა ტრავმის შემდეგ, ის უკეთესად და უკეთესად გამოიყურება, ის უბრალოდ სიამოვნებას იღებს თამაშით. "
ამავდროულად, ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები აგენტ მინო რაიოლასთან. გავრცელებული ინფორმაციით პოგბა კლუბისგან პირველ წინადადებას ელოდება.