პეტერ შმეიხელს მიაჩნია, რომ დევიდ დე ხეა უნდა შეეგუოს სოლსკიაერის ახალ სათამაშო სტილს.
"მისი სეივები რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის დაცვის შეცდომებით გამოწვეული. ახლა ჩვენ ძალიან ბევრს ვუტევთ, ეს კი შანსს აძლევს მეტოქის თავდამსხმელს, მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდეს. რადგან ახლა ჩვენი მეტოქეები გვეთამაშებიან კონტრ-შეტევებით."
"ვფიქრობ, დევიდს ცოტა დრო სჭირდება იმისათვის, რომ შეეგუოს ამჟამინდელ სტილს. თუ მეკარე ხართ, რომელსაც 3-4 წლის განმავლობაში არ გქონდა მოწყენის საშულება, ახლა კი უმეტეს დროს უბრალოდ დგახარ, საჭიროა იპოვოთ კონცენტრაციის შესანარჩუნებლად ახალი გზები. ყველა უნდა მოერგოს ახალ სტილს, გამონაკლისი არც დევიდია. "
"ის ჩვენი ნომერ პირველია და სხვათა შორის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია, მას შეუძლია 10 წელი კიდევ უმაღლეს დონეზე თამაში. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ის შესანიშნავი მეკარეა. " - თქვა დანიელმა.