"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ხელი მოაწეროს ლეო მესისთან და სრულიად საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდოს.
პარი სენ-ჟერმენი ასევე დაინტერესებულია "ბარსელონას" სუპერვარსკვლავით.
სავარაუდოდ, "იუნაიტედი" მზად არის გადაიხადოს 106 მილიონი ევრო 33 წლის არგენტინელში და ასევე შეთავაზოს 1 ან 2 სასურველი მოთამაშე, რათა გარიგება უფრო გამარტივდეს.
არგენტინული VarskySports ირწმუნება, რომ მესის ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდა ხელმძღვანელობასთან და თავად შეწყვიტა ახალ კონტრაქტზე მოალაპარაკება.
"ბარსას" ხელმძღვანელმა ხოსეპ მარია ბართომეუმ უპასუხა: "ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს ბევრ მოთამაშესთან, მაგრამ მესიმ განგვიმარტა, რომ მას სურს დარჩენა. ასე რომ, ჩვენ კიდევ დიდხანს ვისიამოვნებთ მისი თამაშით."