"ბურნემუთთან" მატჩში ვიქტორ ლინდელოფი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მის შესახებ ოლემ ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდათაა და ის მალე შეძლებს თამაშს. თუმცა "ვილასთან" დაპირისპირებაში ალბათ ვერ მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება მეტოქეს: ჯეკ გრილიშსა და ტაირონ მინგს, ვერ უნდა მიეღოთ მონაწილეობა ამ თამაშში, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა დინ სმიტმა თქვა, რომ მისმა ორივე ფეხბურთელმა თავიდან აიცილა სერიოზული დაზიანებები და ისინი შეიძლებენ "იუნაიტედის" წინააღმდეგ გამოსვლას.