"მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" დაცვის გაძლიერებას ამ ზაფხულს შეეცდება და ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ.
"სიტი" დიდი ხანია უკავშირდება "ნაპოლის" კლაუდიო კულიბალისა და "ინტერს" მილან შკრინიარის ტრანსფერზე.
ამასთან, "იუნაიტედს" ჯეიდონ სანჩო ჰყავს მთავარ პრიორიტეტად, მაგრამ ასევე ცდილობს სხვა პოზიციების გაძლიერებას.
თუ "იუნაიტედს" გადაწყვეტილი აქვს დაცვის ხაზის გაძლიერება, სწორედ ეს ორი ფეხბურთელი მოიაზრება მთავარ კანდიდატად.
მეისონ გრინვუდის ასეთმა პროგრესმა და სათამაშო ფორმამ, შესაძლოა დაარწმუნოს "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები, რომ სატრანსფერო ბაზარზე ფოკუსირდნენ ცენტრალური დაცვის გაძლიერებაზე და დროებით შეაჩერონ სხვა პოზიციებზე ფეხბურთელების დამატება.