თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2020, 11:02
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1510,
კომენტარები: 5
ოლე გარი ნევილს სრულად დაეთანხმა
დიახ გარი მართალია, ჩვენ არ ვართ "სიტის" და "ლივერპულის" დონეზე. რატომ? ცხრილს გადახედეთ.
ოლე გარი ნევილს სრულად დაეთანხმა
ოლე გუნარ სოლსკიაერმა უპასუხა "იუნაიტედის" ყოფილი კაპიტნის და Sky Sports- ის ექსპერტ გარი ნევილს, რომ წითელ ეშმაკებს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ გასაკეთებელი, სანამ ისინი "ლივერპულსა და "მანჩესტერ სიტს" მიუახლოვდებიან.

”გარი მართალია, რომ ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ვერ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ უკვე ახლოს ვართ ამ დონესთან, რადგან სატურნირო მდომარეობა საპირისპიროს ამბობს - ჩვენ არ ვართ ახლოსაც კი იქ, სადაც უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და ჩვენი თამაშის მრავალი ასპექტი და ახლა არც კი მსურს შევხედო რამდენი ქულით ჩამოვრებით ამ წყვილს. ასე რომ, გარი მართალია - ჩვენს აზრებში არ შეიძლება არსებობდეს თვითკმაყოფილება და მტკიცება იმის, რომ ეს ყველაფერია."

”ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო სამუშაოა. თქვენ უკვე შეგიძლიათ ნახოთ გაუმჯობესებები ჩვენს თამაშში, ასე რომ, ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ ერთი ან ორი ძალიან სწორი გადაწყვეტილება, ან კიდევ უფრო სწორი გადაწყვეტილებები. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზაფხული იქნება.”

ოლე ასევე რამდენიმე სიტყვით ტრანსფერებსაც შეეხო.

”ეს იქნება უცნაური ტრანსფერული ფანჯარა და არ მოველით დიდ ტრანსფერებს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია.. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, როგორი იქნება სატრანსფერო ზაფხული. ”


http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
6 ივლისი 2020 11:27
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
გრილიში და სანჩო
აი უეჭველი მოსაყვანი ხალხიია
ჩამშლელიც გვინდა მარა რავი მაგდენს მემგონი ვეღარ გაქაჩავს ედიკა))

0
№2
ავტორი: Smoke - N
6 ივლისი 2020 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
აწი უკვე ყველაფერი ნათელი გახდა სანჩოს იმედი აღარ გვქონდეს ისე ბაზრობს ეს კაცი და ერთის მხრივ მართალია კორონა ყველას მოხვდა და მაგიტომაც ამ ზაფხულის ტრანსფერის დიდი მოლოდინი არ მაქვს recourse ესენი მეპატრონეები ისეა გაპ.რო.ჭ.ებ.ულები რომ არარიან დიდი ფულის დამხარჯველები
0
№3
ავტორი: ikeoni
6 ივლისი 2020 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ამ საკითხზე ყველა თანხმდება ალბათ მაგრამ ისიც შესამჩნევია რომ გუნდი დაფრინავს ❤️
0
№4
ავტორი: Manstark_United
6 ივლისი 2020 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მარჯვენა ვინგერი
ცენტრალური მცველი

ალბათ ამ ორ პოზიციას გააძლიერებენ winked
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივლისი 2020 21:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორად ილაპარაკა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top