კლუბი განიხილავს ალტერნატივას, თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ "დორტმუნდის" მოთხოვნილ ფასს.
სატრანსფერო ექსპერტი იან მაკარი ავრცელებს ინფორმაციას ახალგაზრდა ინგლისელის შესახებ.
"ჩვენი ინფორმაციით სანჩო შეუთანხმდა ხუთწლიან კონტრაქტზე "მანჩესტერ იუნაიტეს", რომელიც მას თავდაპირველად გადაუიხდის 140,000 ფუნტს კვირაში, მაგრამ ეს ხელფასი 200,000 ფუნტამდე გაიზრდება."
”მოთამაშის აგენტი ბოლო დროს დაკავებულია სხვა გარიგებებით, კერძოდ,” საკას ახალ გარიგებასთან "არსენალში ”, მაგრამ იმედოვნებს, რომ "იუნაიტედი" შეძლებს საფასურის შეთანხმებას "დორტმუნდის ბორუსიასთან".
ამ კვირაში ბრიფინგზე საკმაოდ მკაცარი იყო "მანჩესტერ იუნაიტედი", რადგან მათ გამორიცხეს სანჩოსთვის 50 მილიონზე მეტის გადახდა, რაც მოთხოვნილი თანხის ნახევარია.
თავად სანჩოს კი ძალიან სურს ინგლისში დაბრუნება და მისი პოზიცია არის საკამოდ პრინციპული. მას მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს თამაში.