თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2020, 23:16
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1764,
კომენტარები: 5
ჰენდერსონი: "მხოლოდ წითელ ეშმაკებში მსურს თამაში"
შესაძლოა ისეთივე კარიერა მქონდეს, როგორიც დე ხეას აქვს.
ჰენდერსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დინ ჰენდერსონმა თქვა, რომ მომავალში სურს მხოლოდ "წითელ ეშმაკებში" და ინგლისის ნაკრებში თამაში.

ჟურნალისტ ლიამ ბარკერთან საუბარში ჰენდერსონმა თქვა: "ჩემი მომავალი? ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ მსურს ვითამაშო "იუნაიტედში" და ინგლისში. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეს ადვილი არ არის, ზოგჯერ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ჩემი შიშველი ხელებით ვცდილობ აგურის კედლის დანგრევას. ალბათ მე მივიღებ ჩემს შანსს, შეიძლება არც მივიღო. თუ ესე მოხდა, მე ვერ დაველოდები და მოვძებნი სხვა გზებს. "

"მიჭირს დევიდ დე ხეას შეცდომების ყურება? ფეხბურთი არის ფეხბურთი. ჩვენს გულშემატკივრებს მშვენივრად ახსოვთ, რა გააკეთა მან კლუბისთვის ამ 9 წლის განმავლობაში. ის უბრალოდ ფენომენალური იყო! იმ დროს ის ალბათ იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელი. ასე რომ, მას დიდი ნდობა აქვს. მე უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭი ვარ. მე ვარ "მანჩესტერის" გულშემატკივარი და ვმუშაობ, რომ ვითამაშო ამ კლუბში და შეიძლება ისეთივე კარიერა მქონდეს "ოლდ ტრაფორდზე," როგორიც დევიდს აქვს. "

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: onlyred
3 ივლისი 2020 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ჩადგეს დევიდი ფორმაში და მიუხედავად იმისა რო გუნდი მიყვარსო იძახის მაინც მირჩევნია დევიდა კარში.
ერთი სიმართლე თქვა, კედელთან დგას შიშველი ხელებით
0
№2
ავტორი: Malboro463
3 ივლისი 2020 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ფორსტერს პოპს სა პიკფორდს კონკურენციას გაუწევს თუ შეფილდში დარჩება შეილება ამოაგდოს კიდეც მარა დე ხეა ჯერ ადრეა.

დღევანდელ ფორმაში მყოფიც ჯობია და ძველი ფორმა თუ აღიდგინა ახალი სეზონიდან ეს ვის გახსენდება
0
№3
ავტორი: gogita1991
3 ივლისი 2020 04:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ჯერ დეხეა უნდა შეუერთდეს შმეიხელს და ვანდერსარს იმსახურებს მათ გვერდზე დგომას ლიგა უნდა დავდოთ დათუნასთან ერთად არ დაგვავიწყდეს რა რთულ დროს გვიერთგულა
0
№4
ავტორი: ikeoni
3 ივლისი 2020 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აქვს ამ ბიჭს ყველაფერი რო მართლა დადგეს მანჩესტერის კარში მაგრამ ჯერ ადრეა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
4 ივლისი 2020 05:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დე ხეას ჩანაცვლება მაინც ადრეა ჯერ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top