"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დინ ჰენდერსონმა თქვა, რომ მომავალში სურს მხოლოდ "წითელ ეშმაკებში" და ინგლისის ნაკრებში თამაში.
ჟურნალისტ ლიამ ბარკერთან საუბარში ჰენდერსონმა თქვა: "ჩემი მომავალი? ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ მსურს ვითამაშო "იუნაიტედში" და ინგლისში. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეს ადვილი არ არის, ზოგჯერ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ჩემი შიშველი ხელებით ვცდილობ აგურის კედლის დანგრევას. ალბათ მე მივიღებ ჩემს შანსს, შეიძლება არც მივიღო. თუ ესე მოხდა, მე ვერ დაველოდები და მოვძებნი სხვა გზებს. "
"მიჭირს დევიდ დე ხეას შეცდომების ყურება? ფეხბურთი არის ფეხბურთი. ჩვენს გულშემატკივრებს მშვენივრად ახსოვთ, რა გააკეთა მან კლუბისთვის ამ 9 წლის განმავლობაში. ის უბრალოდ ფენომენალური იყო! იმ დროს ის ალბათ იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელი. ასე რომ, მას დიდი ნდობა აქვს. მე უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭი ვარ. მე ვარ "მანჩესტერის" გულშემატკივარი და ვმუშაობ, რომ ვითამაშო ამ კლუბში და შეიძლება ისეთივე კარიერა მქონდეს "ოლდ ტრაფორდზე," როგორიც დევიდს აქვს. "