”ეს უკვე გაკეთებულია”: ტიმ შერუვუდი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს შეთანხმებული აქვს ჯეკ გრილიშის ტრანსფერი.
"ასტონ ვილას" ყოფილი მენეჯერი ტიმ შერვუდი ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე შეათანხმა და ხელშეკრულება გააფორმა ჯეკ გრილიშთან. ოლე გუნარ სოლსკაიერი პირადად იყო დაინტერესბული მისი შეძენით, რადგან ნორვეგიელს სურთ კიდევ უფრო მეტი შემოქმედება დაამატოს მის ნახევარდაცვას.
პანდემიამ შექმნა გაურკვევლობა, მაგრამ შერვუდმა, რომელიც ვილა პარკში ყოფნის დროს გრილიშს წვრთნიდა, ირწმუნება, რომ ნახევარმცველის "ოლდ ტრეფორდზე" გადასვლისთვის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ჯეკ გრეალიში არის გარიგება, რომელიც უკვე დასრულებულია. ის ფეხბურთელია, რომელიც მათ სჭირდებათ. შერვუდმა თქვა, რომ გარდაუვალი იყო, გრილიშის ოცნებების თეატრში გადასვლა. მას არ შეეძლო "ვილაში" დარჩენა, მას კარიერაში წინსვლა სჭირდება. ის ხელს აწერს "იუნაიტედთან" - განაცხადა ყოფილმა თავკაცმა.