Daily Mail- მა გამოაქვეყნა მასალა ბრუნო ფერნანდეშზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ერიკ კანტონას შემდეგ არცერთ მოთამაშეს არ ჰქონდა ასეთი დადებითი გავლენა კლუბზე.
ამავდროულად, პუბლიკაციაში აღნიშნულია პორტუგალიელი ნახევარმცველის მოკრძალება და შრომისმოყვარეობა, სადაც ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც სოციალური დისტანციის წესებმა შეუძლებელი გახადა მისთვის დიგო დალოტთან ერთად ცხოვრება და მგზავრობა, ფერნანდეშს არ უყიდია ძვირადღირებული სპორტული მანქანა ან ჯიპი, მან დაიქირავა მოკრძალებული მინი კუპერი.
მისი დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითი იყო ის ფაქტი, რომ "იუნაიტედში" სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ფერნანდეში დაჟინებით ითხოვდა პირველივე ვარჯიშის ჩატარებას, იმის მიუხედავად, რომ მისი თანაგუნდელები არ იყვნენ ბაზაზე, ხოლო მის ქალიშვილს იმ დღეს დაბადების დღე ქონდა.
Daily Mail ასევე აქვეყნებს სოლსკიაერის გუნდთან დაახლოებულ წყაროსგან მოთხრობილ ამბავს: "ბრუნოს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა. მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის გაცინება, მაგრამ აქ საქმე არა მხოლოდ იუმორის გრძნობაშია, არამედ იმაში, რომ ზოგადად მას ძალიან პოზიტიური ხასიათი აქვს. "
"როდესაც ის საუბრობს, ყველა უსმენს მას. ადრე გასახდელ ოთახში დუმილი სუფევდა, ახლა კი, როგორც ჩანს, ყველა მოთამაშე უბრალოდ ბედნიერია. ასევე დიდი ცვლილებები განხორციელდა ერთმანეთის მიმართ ნდობის თვალსაზრისით. "
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ ბრუნო სწრაფად გახდა ლიდერი მოედანზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე ასე სწრაფად შეძლებდა სტანდარტების და 11 მეტრიანების პირველი შემსურლებელი გამხდარიყო. 11-მეტრიანი ნიშნულიდან ბრუნომ უკვე სამი გოლი გაიტანა.
"ის გახდა ადამიანი ვინც თანაგუნდელებს უკეთესად ავითარებს. "ბრაიტონთან", მან კვლავ შესანიშნავად ითამაშა და "იუნაიტედმა" გააცნობიერა თავისი მნიშვნელობა. სოლსკიაერი ახლოს არის ძველი "მანჩესტერ იუნაიტედის" დაბრუნებასთან."
"მართალია პოლ პოგბა გრძნობს თავს სუპერვარსკვლავად და გადაადგილდება როლს-როისით, ბრუნო კი მართავს პატარა მინის და ელოდება კიდევ ერთი შვილის დაბადებას. მადლობა მას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველას განსხვავებული მაშტაბით დააწყებინა ფიქრი. "
სტატიები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.