ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა L'Equipe დღეს გამოცა პოლ პოგბას გამოსახულებით გარეკანზე ფოტოები და ინფორმაციას მთელი სტატია მიუძღვნა.
გაზეთი ირწმუნება, რომ ამ მომენტში პოგბა თავს კარგად გრძნობს ოლდ ტრაფორდზე და ძალიან ბედნიერია.
სტატიაში ნათქვამია, რომ კარანტინამდეც კი მენეჯმენტს ფანგის გაყიდვა გადაწყვეტილი ქონდა, თუ 100 მილიონიან შეთავაზებას მიიღებდა, რადგან კლუბი დაიღალა პოგბას მუდმივი ტრამვებით და ჭორებით. თუმცა, ამ მომენტში სიტუაცია შეიცვალა.
ამავდროულად კოროვირუსული პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ფინასნური გავლენა იქონია კლუბებზე, რომლებიც მზად არ არიან ერთ მოთამაშეში უზარმაზარი თანხა დახარჯონ.
თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ სოლსკიაერს არ სურს გაუშვას პოგბა და თავად პოლსაც სიამოვნებს ბრუნოსთან ერთად თამაში. ამ ეტაპზე ერთადერთი ვარიანტი, რომლითაც შესაძლებელია პოგბას გაყიდვა განიხილონ არის ის, თუ რომელიმე კლუბი შეთავაზებს ისეთ ფეხბურთელს, რომლის შეძენითაც თავად "მანჩესტერ უნაიტედია" დაინტერესებული.