"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო ბრძოლა "ბარსელონას" 16 წლის მარჯვენა მცველის მარკ ხურადოსთვის, რომელიც მალე "ოლდ ტრაფორდზე გადავა.
კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი 3 წლის ვადით შესთავაზა, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელმა უარი თქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე და ინსტაგრამზე წასვლა დაადასტურა.
აღნიშნული ტრანსფერი "იუნაიტედს" 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა.
ხურადო "ბარსელონას" აკადემიაში 9 წლის ასაკიდან იმყოფებოდა და მისი თაობის ერთ – ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება.
ხურადომ დაწერა: ”კლუბის დატოვება ყოველთვის არ არის ადვილი, "ბარსელონა" ჩემი მეორე სახლი იყო, ჩემი მეორე ოჯახი. აქ გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. "
”დღეს დამშვიდობების დროა, მაგრამ პირველი მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც 2011 წელს კლუბში ჩემი გამოჩენის შემდეგ დამეხმარა.”