"წითელი ეშმაკების" შვიდიანი გასულ ზაფხულს, ერთწლიანი იჯარის წესით, მილანის "ინტერს" შეუერთდა. მან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის წამყვანი ჩემპიონატები დროებით შეჩერდა და მოგვიანებით განახლდა. შესაბამისად, არაერთი ფეხბურთელი იძულებული გახდა, რომ არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაეხანგრძლივებინა.
მსგავსი სიტუაციას უნდა მოველოდეთ ალექსის სანჩესის შემთხვევაშიც, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, კლუბებს შორის ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ივლისს, დიდი ალბათობით, ჩილელი შემტევი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება და ოლე გუნარ სოლსკიაერს დაეხმარება.
აღნიშულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იტალიური კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამაც, და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"ინტერის" შემადგენლობაში 31 წლის თავდამსხმელმა 19 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.