"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა დაადასტურა, რომ ამსტერდამის კლუბს აქვს შეთანხმება დონი ვან დე ბეკთან, რომ ფეხბურთელს შეუძლია ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.
პრესა "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიჩნევს 23 წლის ჰოლანდიელის შეძენის მთავარ კანდიდატად, მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალი" გამოეთიშა ბრძოლას.
"ტრანსფერული საქმიანობა აგვისტოში დაიწყება, ახლა ყველა წამყვანი ლიგა თამაშობს სეზონის დასასრულებად, ასე რომ ფულადი სახსრების მოძიება ჯერ კიდევ შეზღუდულია. მოთამაშეების საბაზრო ღირებულება რა თქმა უნდა დაეცემა, მაგრამ არც ისე საგრძნობლად."
"ზოგიერთ ჩვენს მოთამაშეს აქვს საჭირო დონე და ამბიციები, ისინი მზად არიან საზღვარგარეთ წასასვლელად. ხელშეკრულებები გავაფორმეთ დონი ვან დე ბეკთან, ანდრე ონანასთან და ნიკოლას ტალიაფიკოსთან, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ტრანსფერების მხრივ. ონანას და ვან დე ბეკისთვის, "აიაქსში" კიდევ ერთი წელით დარჩება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი. " - თქვა "აიაქსის" თავკაცმა.