როგორც "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელი დამრიგებელი აცხადებს, რომ გუნდმა ანჯელ გომესთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია და 1 ივლისს თავისუფალი აგენტი გახდება.
როგორც ცნობილია, 19 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მან მანჩესტერული კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
"გუშინდელიდან არაფერი მსმენია ამ თემასთან დაკავშირებით და, როგორც ჩანს, მასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, პასუხი ძალიან მოკლეა - კი, გომესი კლუბს ტოვებს." - განაცხადა ოლემ.
"წითლების" შემადგენლობაში ანჯელ გომესის დებიუტი 2017 წლის 16 მაისს შედგა. მაშინ იგი 16 წლის იყო და დანკან ედუარდსის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პირველ გუნდში ითამაშა.