"იუნაიტედის" მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა აღიარა, რომ მან არ იცის რა თანხა გამოიყოფა ტრანსფერებზე.
”ვფიქრობ, რომ პანდემიამ ყველას ძალიან დაარტყა. მე მაინც მჯერა, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რათა გავიგოთ რა რეალურ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ. თქვენ ხედავთ, რომ ზოგი გუნდი ინვესტიციას აკეთებს, ზოგს კი არა. ჩვენ უნდა შევაფასოთ საკუთარი მდგომარეობა."
"მე ნამდვილად არ ვიცი, რამდენი ვიზარალეთ. ჩვენ ფინანსურად ძლიერი კლუბი ვართ."
”ვნახოთ, რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩემპიონატში დაკავებული ადგილი ამ სეზონში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. შეგვიძლია მოვიგოთ FA თასი,ასევე ევროპა ლიგა, ეს ასევე მნიშვნელოვანია. ევროპის ლიგას ასევე შეუძლია მოგვცეს უფლება მივიღოთ მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაზე. დაზუსტებით კი არავინ არ იცის მომდევნო 3-4 თვეში რა იქნება - თქვა ოლემ.