27 ივნისს "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნორვიჩ სიტის" ესტუმრება და ინგლისის თასის მეოთხედფინალურ მატჩს ჩაატარებს.
აღნიშნული შეხვედრის წინ, "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრეს კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მოახლოებულ დაპირისპირებაში ძირითადი შემადგენლობის შეცვლას აპირებს.
"დაგვემატნენ თუ არა ტრავმირებული ფეხბურთელები? არა. ვფიქრობ, დაზიანების გარეშე გამოვიარეთ ეს პერიოდი. მხოლოდ აქსელ ტუანზებე და ფილ ჯონსი დაგვაკლდებიან."
"ჩვენ ასეთ გარემოებაში ვართ. რა თქმა უნდა, დროის მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი თამაშის ჩატარება გვიწევს და კარგია, როდესაც ფეხბურთელები ფორმაში არიან. ვიცი, რომ ბევრ ფეხბურთელს სურს თამაში, ამიტომაც რამდენიმე ცვლილებას განვახორციელებ, რადგან სამშაბათს კიდევ ერთი თამაშია, შაბათს კი - მომდევნო".