თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2020, 19:47
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1367,
კომენტარები: 2
სოლსკიაერი განვლილ მატჩზე
მე არასდროს მითქვამს, რომ ჩემი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა.
სოლსკიაერი განვლილ მატჩზე
აუცილებელია სწრაფად გავცეთ კითხვას პასუხი გამარჯვებულთან დაკავშირებით.

მომენეტბში ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ყველა საკითხი უფრო სწრაფად უნდა მოგვარდეს. ეს არის ერთადერთი კრიტიკა, რომელზეც შემიძლია ვისაუბრო - შესვენებზე გავედით 100% -ანი დარწმუნების გარეშე. ასევე კარგი მეორე ნახევარიც ჩავატარეთ, ვდომინირებდით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ გქვონდა. ცხადია, ჩვენ გვქონდა კარგი მოძრაობა, შესანიშნავი პასი და დარტყმა, მაგრამ მატჩის საწყის ეტაპზე უფრო მეტი გოლის გატანა გვჭირდებოდა, რათა უსაფრთხოთ ვყოფილიყავით.

მარსიალი კრეფს კარგ ფორმას

მე ძალიან კმაყოფილი ვარ, თუ როგორ ვითარდება ენტონი. მან იცის, რომ ჩვენ გვინდა მისთვის ყველაფერი კარგი და ჩვენ ვმუშაობთ მასთან და სხვა ფორვარდებთან. დღეს მან მიიღო ჯილდო იმ მძიმე შრომისათვის. ამავე დროს, მან მშვენივრად იმოქმედა ამ მატჩში და "ტოტენჰემთან" მატჩშიც მან დიდი ძალისხმევა გამოავლინა. ასე რომ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისით. პირველი გოლი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე კი კმაყოფილი ვიყავი. მას შესანიშნავი მომენტი ჰქონდა "ტოტენჰემთან", როდესაც ლორისმა მისი შესანიშნავი დარტყმული მოიგერია. შეიძლება ითქვას, რომ ენტონი კარგ ფორმაშია.

აჩვენო ლამაზი თამაში

მესამე გოლი? დიახ, ის შესანიშნავი იყო! ეს იყო ნამდვილი "მანჩესტერ იუნაიტედი"! სამწუხაროა, რომ ბიჭებმა ეს ვერ აღნიშნეს ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ტრიბუნებზე. ანტონიც დაიმახსოვრებს თავის პირველ ჰეთ-თრიკს კარიერაში, რადგან ის მას ვერ აღვნიშნავდა ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად . ეს უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აუდიტორიის არარსებობის კომპენსაცია მოეხდინა და სანამ ისინი აქ არ არიან, ჩვენ ვეცდებით, რომ გავახაროთ ისინი, როდესაც ტელე-ეკრანებთან ისხდებიან.

მომენტებში ჩვენ ვაჩვენეთ ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო მეტი გოლის გატანა, რათა პირველ ტაიმში ნებისმიერი ინტრიგა მოგვეკლა. ყოველთვის არის შფოთვის გრძნობა, როდესაც შესვენებაზე მიდიხარ, მაგრამ ჩვენი კონტროლი ძალიან კარგი იყო, ამიტომ მე კმაყოფილი ვარ თამაშით, თუმც 100% არა. ჩვენ კიდევ უკეთესი თამაში გვინდა.

პოგბას და ბრუნოს ტანდემი

პოლს ჯერ კიდევ არ მიუღწევია მისი ფორმის პიკისთვის, რაც ბუნებრივია. რადგან ეს მისი პირველი ძირითადში დაწყება იყო გასული წლის სექტემბრიდან, მაგრამ ის ძალიან ბევრს მუშაობს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ იგი ბევრჯერ გამოჩნდება სასტარტო შემადგენლობაში მომდევნო მატჩებში. რაც შეეხება ბრუნოს, მან კვლავ აჩვენა თავისი ხარისხი ამ თამაშში, ძალიან საინტერესოა ასეთ ნიჭიერებთან მუშაობა.

კიდევ ერთი მშრალი მატჩი

ეს შესანიშნავი იყო და ეს ზუსტად ისაა, რაც გვსურს. ზეწოლა ყოველთვის და მთელი გუნდის მკაფიო ინტერაქცია. ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. თუ კარგად იცავთ თავს, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ბურთს მეტს ფლობთ, ამიტომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ თავდაცვის სტატისტიკასთან დაკავშირებით.

ოთხეულისთვის ბრძოლა

მე არასოდეს მითქვამს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა! ჩვენ უბრალოდ გვინდა სეზონის დასრულება მესამე ან მეოთხე ადგილზე, მაგრამ ამისათვის საჭიროა კონკრეტულ თამაშზე ფოკუსირება. ჩვენ ასევე გვაქვს ორი თასის ტურნირი, ასე რომ, ჩვენ წავალთ მატჩიდან მატჩში და იმედი მაქვს საბოლოოდ დავაგროვებთ საჭირო ქულებს და ჩვენ წინ მხოლოდ ორ გუნდს დავტოვებთ.
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 ივნისი 2020 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მაგრად მოვიხოდებით მაგრად
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2020 20:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლესტერმა თუ არ დაკარგა ქულები საშველი არაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top