როგორც ცნობილია, უკვე მეორე ზაფხულია, რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიდონ სანჩოს შეძენას ცდილობს.
თავად გერმანული კლუბის შემტევს "ბუნდესლიგის" დატოვება და ინგლისში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. დორტმუნდის "ბორუსია" მზად არის მის გასაყიდად და სანაცვლოდ 117 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს.
The Sun-ს თუ დავუჯერებთ, აღნიშნული საფასურის გადახდას, "წითელი ეშმაკების" გარდა, არცერთი კლუბი აპირებს. შესაბამისად, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ერთადერთი პრეტენდენტები არიან.
ყველა ტურნირს თუ გავითვალისწინებთ, 20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემაც მიითვალა.