ოთხშაბათ, "პრემიერ ლიგის" 31-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "შეფილდ იუნაიტედს" უმასპინძლებს.
როგორც DAILY MAIL იუწყება, აღნიშნულ შეხვედრაში, შესაძლოა, პოლ პოგბა პირველივე წუთებიდან ვიხილოთ. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი სერიოზულად განიხილავს მის კანდიდატურას და აპირებს, რომ ფრანგი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში განამწესოს.
27 წლის ფეხბურთელმა BOXING DAY-ის შემდეგ მხოლოდ ერთხელ, გასულ პარასკევს ითამაშა და "წითელ ეშმაკებს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ბოლოს პოლ პოგბა სასტარტო თერთმეტეულში 9 თვის წინ, 2019 წლის 30 სექტემბერს, "არსენალის" წინააღმდეგ გამოვიდა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.