"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ინგლისის ჩემპიონატში დომინირებას, როგორც ამას მანამდე "მანჩესტერ იუნაიტედი" აკეთებდა სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით.
”მართალი გითხრათ, არა მგონია, რომ ჩვენს დროში ასე დომინირება შესაძლებელია, მაშინ უნაიტედს კარგი გუნდი ყავდა და წვრთნიდა მწვრთნელი, რომელსაც სუპერ ხედვა და გამჭრიახობა ჰქონდ - მან აშკარად იცოდა, რამდენ ხანს სჭირდებოდა გუნდში კონკრეტული მოთამაშე."
"მათ ყოველთვის ქონდათ ფული და ეს იდეალური შესძლებლობა იყო. მათ მოახდინეს წასული მოთამაშეების ჩანაცვლება."
”რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე სწორად ვაკეთებთ საქმეს, მაგრამ მერწმუნეთ, სხვა კლუბები არ აპირებენ გაჩერებას. "იუნაიტედი" ბრუნდება, ხოლო "ჩელსი" აქტიურობს ტრანსფერო ბაზარზე, აკეთებს საჭირო შენაძენებს. როდესაც დავინახე, რომ "სიტიმ" ასეთი თამაში აჩვენა "არსენალთან", მე ვკითხე ჩემს თავს: "უფალო, როგორ ხდება, რომ მათზე 22 ქულა მეტი გვაქვს? - თქვა კლოპმა.