თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2020, 13:46
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1395,
კომენტარები: 8
როი კინის შეფასება
მე ოლეს ადგილზე მათ ავტობუსში არ ამოვუშვებდი.
როი კინის შეფასება
როი კინმა გააკრიტიკა ჰარი მაგუაიერი და განსაკუთრებით დავიდ დე ხეა, გაშებული გოლისთვის.

"შოკში ვარ ამ გოლით! "ფეხბურთს მრავალი წლის განმავლობაში ვუყურებ, მაგრამ თვალებს არ ვუჯერებდი თუ როგორ გაატანინეს გოლი "ტოტენჰემს"

"მე არ მჯერა, რომ შოუ თავით თამაშობს ასე კარგად და ასევე მიდის წინ და მე უბრალოდ გაოცებული ვარ მაგუაიერით! გაკვირვებული ვარ, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშეს შეუძლია ასე თამაში, მაგრამ მეკარის მოქმედება? ეს არის გამოცდილი მეკარე, რომელიც საერთაშორისო დონეზე თამაშობს. უბრალოდ შოკში ვარ! "

"ოლეს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, შესვენების დროს გარკვეულ ცვლილებებს შევიტანდი და ზოგიერთ მოთამაშეს გამოვიყვანდი, რომლებიც იმ მომენტში თამაშობდნენ. მე მატჩის შემდეგ არ ამოვუშვებდი მათ ავტობუსში და ტაქსით წასულიყვნენ სახლში. ესენი არიან გამოცდილი ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრენის მოქმედი ფეხბურთელები. მე მესმის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს თამაში გასანაალიზებელი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ თავიანთი საქმე. "

"ჩვენ ოთხეულში მოხვედრას ვცდილობთ. არ მოიგოთ ჩემპიონატი, მაგრამ უბრალოდ მოხვდით ოთხეულში! უბრალოდ შოკში ვარ, სიტყვასიტყვით განადგურებული ვარ! მაგუაიერი და დე ხეა არ უნდა უყურებდნენ თავიანთ ამხანაგებს სირცხვილით".

"დე ხეა ყველაზე მეტად დატვირთული მეკარეა. პრინციპში, "ტოტენჰემს" ჰყავს კარგი შემსრულებლები, მაგრამ მეც ავიღებდი ამ ბურთს სონის დარტყმის შემდეგ. ეს არ არის კარგი სეივი, ეს არის ჩვეულებრივი დარტყმულის მოგერიება".

"რა თქმა უნდა, ამ თამაშში "იუნაიტედმა" დაიმსახურა კარგი შედეგი. ასევე პატივი უნდა ვცეთ "ტოტენჰემს", მათ სიტყვასიტყვით ფეხებზე ეკიდათ მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს იყო თამაში, რომელშიც "იუნაიტედს" არ უნდა მოეგო. მათ არ აქვთ გატანილი საკმარისი გოლები, ისინი უფრო მკვლელები უნდა იყვნენ."

ამავე დროს, კინმა შეაქო პოლ პოგბა.

"პოგბას შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, ის ნიჭიერი ბიჭია. მიზეზი, რომ ჩვენ მას ვაკრიტიკებთ, არის ის, რომ ის ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მის ნიჭს მხოლოდ ზოგიერთ მატჩში ვხედავთ და არა კვირიდან კვირამდე. თუგინდა საუკეთესო ფეხბურთელად ჩაითვალო, სულ სტაბილურად უნდა თამაშობდე, მაგრამ პოგბას ეს არ გამოზდიოდა. კარგი, მან ამ სეზონში ტრავმები მიიღო, მაგრამ პოლისგან კიდევ უფრო მეტს ველოდებით, რადგან მას ნიჭიერ ფეხბურთელად ვთვლით" - დაასრულა ირლანდიელმა.


https://www.skysports.com/
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
20 ივნისი 2020 17:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შორიდან ადვილია ლაპარაკი, მანჩესტერის მწვრთნელი რო იყოს იგივეს ვერ იტყოდა, თუ იტყოდა და მაშინ არც უნდა იყოს მანჩესტერის მწვრთნელი :) გულშემატკივრის პოზიციიდან მისაღებია, თან როი კინისგან არაა გასაკვირი, მარა ვფიქრობ ძაან გააზვიადა. სხვას რო ეთქვა არაფერი მარა კინია და მიიქცია ყურადღება.
0
№2
ავტორი: stepno
20 ივნისი 2020 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დეხეას იმდენი აქვს მანჩესტერისთვის გაკეთებული ესე ხაზის გადასმა არ შეიძლებაა ცოტა მეტიი პატივისცემა შე გამო*ირებულო.
0
№3
ავტორი: dybbuk
20 ივნისი 2020 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
:)))) კინია რა:)) რა კომენტარი უნდა გააკეთო, არც გამკვირვებია:))
1
№4
ავტორი: shotkin
20 ივნისი 2020 19:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
:)))) კინია რა:)) რა კომენტარი უნდა გააკეთო, არც გამკვირვებია:))

ხო ზუსტად
0
№5
ავტორი: ikeoni
20 ივნისი 2020 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
იმის მერე რა ბურთები აიღო ან ჰარის რამდენი ჩაჭრა და ართმევა ქონდა რაა რა ეგრე გასაგებია რო შეცდომა იყო მაგრამ ხდება რა
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
20 ივნისი 2020 22:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ასეთი მდიდარი გამოცდილების ფეხბურთელი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს თუნდაც ეოატაჟური იყოს და თუნდაც კინი იყოს.რატომღაც ამხელა პიროვნებებიც კი არიან არაადეკვატურები.შე ჩემისა ხალხს 3თვე ფეხბურთი არ უთამაშნია და ასე გაჯორონრავი არაა სწორი.დეხეასაც და ჰარისაც ამაზე მეტიც უთოხლავიათ სხვა დროს და მაშინ კი ბატონო მამენტ.აი ახლა ზოგადად კარგი იყო და მთავარი რაც იყო ეს იყო რომ გუნდი ორგანიზებული იყო არ იყვნენ ქაოტურები.გვახსოვს სანაკრებოდან რომ ბრუნდებოდნენ ვინ სად დაბოდიალებდა ვერ გაიგებდი.ჯეიმსი იყო ამოვარდნილი გასაგები მოზეზების გამო თორე სხვა კუთხით მე დადებითი განწყობა შემიქმნა ამ თამაშმა.სათამაშო პრაქტიკა ფასდაუდებელია ფეხბურთში და ვერანაირი ზე ინტენსიური ვარჯიში ვერ ჩაანაცვლებს მას
0
№7
ავტორი: kaja
21 ივნისი 2020 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
100% ბაზრობს კინი ! ნემანია ვიდიჩი სახეს გამოაჭამდა ნებისმიერს მაგ მომენტში ! ძაან უსუსური ბურთი გავუშვით !
0
№8
ავტორი: makaveli
23 ივნისი 2020 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: kaja
100% ბაზრობს კინი ! ნემანია ვიდიჩი სახეს გამოაჭამდა ნებისმიერს მაგ მომენტში ! ძაან უსუსური ბურთი გავუშვით !

გამოაჭამდა არა დაუპადიეზდებდა სერბ ძმებთან ერთად .. გასაგებია შეცდომა მოხდა მარა ესე გულისამრევად არ უნდა ლაპარაკობდეს ეს მართლა კვერცხი ეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top