ოლე გუნარ სოლსკიაერი აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ მუშაობდა ახალგაზრდა მეისონ გრინვუდი თავის ფიზიკურ ფორმაზე კარანტინის დროს. The Athletic- ის ცნობით, 18 წლის თავდამსხმელმა 3 კგ კუნთოვანი მასა მოიმატა კარანტინის განმავლობაში.
"მეისონი ახალგაზრდა ბიჭია, ის მხოლოდ 18 წლისაა და ამ კარანტინმა მხოლოდ დადებითად იმოქმედა, რადგან ამ ასაკში ფეხბურთელები ძალიან კარგად ვითარდებიან".
"ადრე ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით იმ ფაქტზე, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ ახლა ის იწყებს ვარჯიშის დროს საკუთარი ძალის გამოყენებას და ის გამოიყურება ვარჯიშებზე მშვენივრად. მისი უნარი ბურთთან მუშაობის იყო შთაბეჭდავი, მაგრამ ახლა მას აქვს ფიზიკური ძალაც, რომ მცველები ჩამოიშოროს გზიდან."
"მარტო მასის მომატება არ ყოფილა კონკრეტული მიზანი, მაგრამ ფიზიკური ვარჯიშების მწვრთნელები კარგად მუშაობდნენ მასთან. ამავე დროს, მან პირველი და ძალიან დაძაბული სეზონის შემდეგ მიიღო დასვენებისა და გაჯანსაღების პერიოდი, პირველი გუნდის შემადგენლობაში. ახლა ის კლასიკურად გამოიყურება! "
"მე ველოდები, რომ გაიტანს მეისონი ბევრ გოლს. მან საკარანტინო პერიოდი კარგად გამოიყენა და ძალიან კარგად განვითარდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლოს გავლენას მოახდენს გუნდზე." - დაასრულა სოლსკიაერმა.