ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედოვნებს, რომ პოლ პოგბას ყველა სირთულე უკან დარჩა და ის შეძლებს გუნდს დაეხმაროს ჩემპიონატის დასრულებაში.
"რა თქმა უნდა, მე მინდა პოლისგან იგივე, რაც სხვა ბიჭებისგან - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ." - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. "პოგბა ერთ – ერთი საუკეთესო ნახევარმცველია მსოფლიოში და ჩვენ ველოდებით, რომ თანდათანობით აიღებს ფორმას."
"არ ვიცი, ის ამჯერად 45 წუთს ითამაშებს თუ 60, ყველაფერი თანდათან უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვიმუშავებთ მასთან, რომ ის მივიყვანოთ იმ მწვერვალზე, რასაც აჩვენებდა მთელი თავისი ძალიან კარგი კარიერის განმავლობაში. ის მსოფლიო ჩემპიონია და გვინდა, რომ მისი ლიდერის თვისებები მინდორზე ვნახოთ."
"ნამდვილად იმედი მაქვს და მჯერა, რომ პოლი შეძლებს სტაბილურად შეასრულოს სამუშაო. წელს მას რთული სეზონი ჰქონდა, უამრავი დაზიანებით, მაგრამ ვხედავ მის ყურადღებას და სწორ მენტალობას. ის ჯანმრთელია, ის ვარჯიშობს და ის ხელმისაწვდომია, ამიტომ ის მზად არის კიდევ ერთხელ შევიდეს მოედანზე."
"მის არყოფნას ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია, ჩემთვის კარგი გამოწვევა იყო კონკრეტული მეტოქეების წინააღმდეგ სწორი ფეხბურთელების არჩევა. ნემანია, სკოტი, ფრედი - ყველა მათგანი ამართლებდა ნდობას და ყველას ჰქონდა კარგი სეზონი. ჩვენთან მოვიდა ბრუნო, რომელმაც გუნდს სერიოზული იმპულსი მისცა. ასე რომ, პოლის დაბრუნება მხოლოდ დაგვეხმარება, რადგან მას აქვს ისეთი თვისებები, რაც არავის აქვს." - დაასრულა ოლემ.