ჩეშირის პოლიციამ შეაჩერა ვიცე-პრეზიდენტის ედ ვუდვორდის სახლზე თავდასხმის გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა ვუდვორდის სახლს ცეცხლი წაუკიდა, ხოლო "წითელი ეშმაკების" ვიცე-პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა. საბედნიეროდ, ვუდვორდის ოჯახის არცერთი წევრი იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა.
პოლიციამ ვერ იპოვა დამნაშავეები და შეაჩერა გამოძიება, სანამ თავდამსხმელთა შესახებ რაიმე დამატებითი ინფორმაციას არ მიიღებს.
”მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გამოძიება განვაახლოთ, თუ ახალი ინფორმაცია გამოჩნდება. ყველას, ვისაც ამ გამოძიებაში შეეძლება დაეხმაროს პოლიციას, უნდა დარეკოს 101-ს."
"მანჩესტერ იუნაიტედმა" კომენტარი არ გააკეთა იმ საქმის დახურვასთან დაკავშირებით, რაც მათ ვიცე-პრეზიდენტს ეხებოდა.