დიდი ბრიტანეთის მთავრობა დათანხმდა იმ კამპანიის მოთხოვნებს, რომელიც ორგანიზებულია "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, მარკუს რაშფორდის მიერ.
რაშფორდმა გაუგზავნა მთავრობას წერილი, რომ არ დასრულებულიყო საზაფხულო სასკოლო შვებულების კვების ვაუჩერის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა დაბალი შემოსავლის მქონე ბავშვების კვებას.
დღეს კი პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ ყველა ბავშვი ვისაც უფასო საკვები ჭირდება მიიღებენ ვაუჩერს, რომლითაცი უზრუნველყოფენ ექვსი კვირის განმავლობაში.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სპიკერმა ბორის ჯონსონმა თქვა: ”პრემიერ მინისტრს ესმის სრულად, რომ კოროვირუსული პანდემიის გამო, ამ ზაფხულს ბავშვები და მათი მშობლები სრულიად უპრეცედენტო ვითარებას განიცდიან.” პროგრამა დასრულდება არდადეგების დასრულების შემდეგ.”
ამ ამბების საპასუხოდ, რაშფორდმა Twitter- ზე გამოაქვეყნა: ”არც კი ვიცი რა ვთქვა. დააკვირდით რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ ერთად ვიქნებით. ეს არის ინგლისი 2020 წელს. ”
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, მარკუს რაშფორდი გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა, მისი სოციალური საქმიანობის წყალობით. ბავშვების დასახმარებლად მის კამპანიას მრავალი პოლიტიკოსი, ცნობილი ადამიანი და რიგითი მოქალაქე უჭერს მხარს.