სატელევიზიო ექსპერტი ჯეიმი რედნაპი მიიჩნევს, რომ შესვენების შემდეგ, "იუნაიტედს" რეალური შანსი აქვს კონკურენტებს ნერვები მოუშალოს.
"ინგლისის ჩემპიონატის შეჩერების დაწყებამდე "მანჩესტერ იუნაიტედმა" 11 მატჩი ჩაატარა დამარცხების გარეშე და ახლა როდესაც გუნდში ყველა ტრამვირებული დაბრუნდა, მათ მოწინააღმდეგეებს საკმაო სანერვიულო გაუჩნდათ."
”მათი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ბრუნდება. ახლა თუ დააკვირდებით "მანჩესტერ იუნაიტედს", ნახავთ, რომ მათ ჰყავთ მაგალითად ახალგაზრდა მარკუს რაშფორდი, რომელიც ახლა უკვე სრულიად ჯანმრთელია და მზადაა თავისი გუნდისთვის სათამაშოდ. ეს იგივეა, თქვენ შეიძინოთ ახალი მოთამაშე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ან ფლანგელი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად სურთ მისი გამოყენება. ამიტომ მჯერა, რომ "იუნაიტედი" შეხედავს ამ ყველაფერს და იფიქრებს: "ჩვენ რეალური შანსი გვაქვს!"
"საინტერესო იქნება აგრეთვე გუნდის თამაშის დინამიკა შემტევ ნახევარდაცვაში, რადგან პოლ პოგბაც ბრუნდება. მათ ამ პოზიციაზე ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავთ და მათი ქმედებები ნახევარდაცვაში მოწინააღმდეგე გუნდებს დიდ სანერვიულოს გაუჩენს. ამ ხმრივ ყველაზე დიდი სანერვიულო "ჩელსის" აქვს "- დასძინა რედნაპმა.