"რეალ მადრიდის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ კრიშტაინუ რონალდუ გადაწყვეტილებას თავისი მომავლის შესახებ ამ ზაფხულს მიიღებს.
ბოლო დროს ინგლისური და ესპანური პრესა ხშირად წერს "ოლდ ტრაფორდზე" პორტუგალიელის შესაძლო დაბრუნების შესახებ. კალდერონმა განაცხადა, რომ ამ ლაპარაკებს წერტილს საბოლოოდ დაუსვამს თავად რონალდუ, ზაფხულში. "სეზონის ბოლოს რონალდუს დარჩება 2,5 სეზონი მიმდინრე კონტრაქტის ამოწურვამდე. როცა კონტრაქტის ვადა იწურება, შენ უნდა გაყიდო ფეხბურთელი ან გაუხანგრძლივო კონტრაქტი."-ციტირებს რამონ კალდერონის სიტყვებს talksport.co.uk
"ვფიქრობ ეხლა კრიშტიანუ არ განიხილავს ჩვენს მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს. ის დაელოდება სეზონის დასასრულს და შეაფასებს მის პერსპექტივებს მადრიდში. რა მოხდება ზაფხულში? არ ვიცი. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ის დარჩეს. ის ფანტასტიური ფეხბურთეილია და ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი."