რონალდ დე ბურმა კომენტარი გააკეთა ნახევარმცველის დონი ვან დე ბეკის შესაძლო ტრანსფერზე "მანჩესტერ იუნაიტედში."
"თუ "რეალი" კვლავ გადაწყვეტს ხელი არ მოაწეროს დონთან, მაშინ გავიგებ თუ ის გადაწყვეტს "იუნაიტედში" წასვლას," - განუცხადა დე ბურმა FOX Sports– ს. "ერთი მხრივ მე მესმის რატომ არის მადრიდის "რეალი" არჩევანი, მეორეს მხრივ ამ რყევებმა შეიძლება სიტუაცია შეცვალოს: "ბეეკი, საინტერესო მოთამაშეა"! ალბათ ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი კლუბი შესაძლოა იყოს "მანჩესტერ იუნაიტედი."
"სოლსკიაერმა აჩვენა, რომ მას სურს სხვა მიმართულებით წასვლა და მოკრძალებულ ბიჭებთან ერთად მუშაობა, რომელთა გული ეკუთვნის იმ კლუბს, რომელშიც თამაშობენ. ვფიქრობ, რომ ის დაიღალა პოგბას სიტუაციით და მას სურს ნახოს ისეთი ბიჭები, როგორიცაა დონი ვან დე ბეკი."
ჭორების თანახმად, მადრიდის "რეალი" მზად იყო გადაეხადა 49 მილიონი ფუნტი "აიაქსის" 23 წლის ნახევარმცველისთვის, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს გარიგება ვერ შედგა, "იუნაიტედს" სურს მოლაპარაკებების დაწყება 36 მილიონი ფუნტის წინადადებით.