ინგლისის ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება, "მანჩესტერ იუნაიტედი," რომელმაც გუშინ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა ვესტ ბრომვიჩთან."
სლავენ ბილიჩის გუნდთან პირველი დაპირისპირება 15:00-ზე, ხოლო მეორე შეხვედრა 2 საათის შემდეგ გაიმართა.
ფეხბურთელები სტადიონზე უკვე ჩაცმულ ფორმებში მივიდნენ, რადგან გასახდელი ოთახი არ გამოეყენებინათ. ტრიბუნები რათქმაუნდა ცარიელი იყო და ასევე გატარებული იქნა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ოლე გუნარ სოლსკიაერი ცდილობს გუნდი ცარიელ ოლდ ტრაფორდზე თამაშს შეაჩვიოს.
"იუნაიტედი" სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. პირველი მატჩი "ვეს ბრომის" გამარჯვებით 2-1 დასრულდა. თუმცა განმეორებით შეხვედრაში "იუნაიტედმა" იმარჯვა 3-1. დუბლი ანდრეას პერეირამ მიითვალა, ერთიც ჩონგმა გაიტანა.
გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მომავალ კვირას თავიანთი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ და 11 მატჩიან წაუგებელ სერიას გააგრძელებენ.