"რომის" სპორტულმა დირექტორმა თქვა, რომ კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრის სოლგინგი და "წითელი ეშმაკების" ყოფილი მოთამაშე ჰენრიხ მხითარიანი იჯარის დასრულების შემდეგ დარჩნენ იტალიის დედაქალაქში.
"ციფრები არ იტყუება, ეს საკმაოდ წარმატებული იჯარა იყო ჩვენი გუნდისთვის. ასევე მათ თავად სურთ აქ ერთად დარჩენა."
"შეგვიძლია თუ არა მათი დატოვება? ამას დრო გვიჩვენებს. მე ყოველთვის ვუკავშირდები მათ და ორივე აქ დარჩენის მომხრეა." - თქვა ჯალუკამ