"მანჩესტერ იუნაიტედი" იძულებული გახდა გაეუქმებინა ამხანაგური მატჩი "სტოკ სიტის" წინააღმდეგ. "სტოკის" მწვრთნელს მაიკლ ო 'ნილის კორონავირუსი აღმოაჩნდა.
გუნდებს მატჩი უნდა ჩაეტარებინათ კარინგტონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზაზე, მაგრამ თამაში დაუყოვნებლივ გაუქმდა, როგორც კი გაირკვა, რომ კორონავირუსის ტესტს დადებითი შედეგი მოჰყვა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" ამტკიცებს, რომ არცერთი გუნდის წევრს მასთან ახლო კონტაქტი არ ქონია.
"სტოკ სიტიმ" თავის ვებ-გვერდზე შემდეგი განცხადება გააკეთა: დიახ ვადასტურებთ, რომ მთავარ მწვრთნელს კოვიდი აღმოაჩნდა. მანამდე მას 5 ტესტი ქონდა ჩატარებული და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი იყო. სამწუხაროდ ბოლო ტესტმა დადებითი შედეგი აჩევენა. ის უკვე გადაყვანილია ცალკე იზოლაციაში და მკრუნალობას აგრძელებს.