8 ივნისის საღამოს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, 1968 წელს ევრო თასის გამარჯვებული ტონი დანი გარდაიცვალა 78 წლის ასაკში. იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებ – გვერდი.
ირლანდიელმა ფეხბურთელმა 535 მატჩი ჩაატარა. მისი შესანიშნავი კარიერა დაიწყო 60-იან წლებში,სერ მეტ ბასბისთან ერთად. ეს იყო შესანიშნავი პერიოდის დასაწყისი და იგი საწყის სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ FA თასის ფინალში, 1963 წელს ლესტერის წინააღმდეგ. მან გამოტოვა მხოლოდ 6 მატჩი და დაეხმარა "იუნაიტედს" მოიგო ლიგის ტიტულები 1965 და 1967 წლებში.
რა თქმა უნდა, დანმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო გუნდის წარმატებებში 1968 წლის ევროპის თასზე, როდესაც ინგლისური კლუბი პირველად გახდა საუკეთესო ევროპაში, მან არამარტო ითამაშა ფინალურ შეხვედრაში "ბენფკასთან" უემბლიზე, არამედ მონაწილეობა მიიღო ყოველ მატჩში.
1973 წელს, იგი გაემგზავრა ბოლტონში, სადაც მოგვიანებით მწვრთნელის ასისტენტი გახდა.
დანმა ასევე ითამაშა 33 მატჩი ირლანდიის ნაკრებიში და 1969 წელს მიიღო თავის ქვეყნის წლის ფეხბურთელის ჯილდო, რაც იშვიათი პირადი აღიარებაა. ეჭვგარეშეა, რომ ტონი დანი იყო ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი კლუბის ისტორიაში.