ოთხშაბათს გაირკვა "მანჩესტერის" შემდეგი მეტოქე "FA თასზე", ჩელსიმ მოუგო თასის მეხუთე შეხვედრა "მიდლსბროს", რაც ნიშნავს, რომ "წითლების" შემდეგი მოწინააღმდეგე ლონდონური კლუბი იქნება.
რაფა ბენიტეზის გუნდიდან თავი გამოიჩინეს რამირესმა და ვიქტორ მოზესმა, საბოლოო ანგარიში 2-0 დაფიქსირდა.
მეოთხედფინალი "ოლდ ტრაფორდზე" 10 მარტს შედგება, ეს იქნება ამ კლუბების პირველი შეხვედრა თასზე 2007 წლის ფინალის შემდეგ, სადაც თამაშის დამატებით დროში დიდიერ დროგბამ გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს, მაშინ "ჩელსის" მწვრთნელი პორტუგალიელი ჯოზე მოურინიო იყო. მაგრამ, "წითლებს" უკეთესი სტატისტიკა აქვთ დასავლეთ ლონდონელებთან "ინგლისის თასზე", მათ 4-0 დაამარცხეს ჩელსი 1994 წლის ფინალში, ასევე ნაადრევად დაასრულებინეს თასისთვის ბრძოლა 1996 წელს ნახევარფინალში; 1998 წელს მესამე რაუნდში; 1999 წელს მეოთხედფინალში.
იმედია "იუნაიტედი" უფრო იღბლიანი იქნება "ჩელსის" წინააღმდეგ "ინგლისის თასზე", მას შემდეგ რაც დამარცხდნენ ანგარიშით 5-4 "ქეფითალ უან ქაფზე" "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრეთან. მათი მეოთხე დაპირისპირება 2012-2013 სეზონში გაიმართება მაისის დასაწყისში, "ლურჯები" ისევ ეწვევიან "ოლდ ტრაფორდს" ამჯერად "პრემიერ ლიგის" მატჩში.
www.manutd.com