The Times- ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" განაახლა ვან დე ბეკისადმი ინტერესი.
ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, დონი უკვე დათანხმდა 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "რეალში" გადასვლას, მაგრამ კოროვირუსული პანდემიის შედეგად ლა ლიგაში გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა ფეხბურთელს ეჭვი გაუჩინა, რომ "რეალმა" ამ ზაფხულს შეიძლება ის ვერ შეიძინოს, რასაც უმალვე მოჰყვა "იუნაიტედის" გააქტიურება.
წითელი ეშმაკები, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, არ განიცდიან ფინანსურ პრობლემებს. ედ ვუდვორდი კი ფიქრობს, რომ კრიზისის ფონზე 36 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუძლია დონის შეძენა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვან დე ბეკს სურს მალევე დატვოს ჰოლანდია და ძალიან იზიდავს პრემირ-ლიგის ვარიანტი. ედ ვუდვორდს კარგი ურთიერთობა აქვს "აიაქსის" აღმასრულებელ დირექტორთან ედვინ ვან დერ სართან და ეს შეიძლება საკმაოდ დაეხმაროს "რეალთან" ბრძოლაში.