შეხვედრა დასრულდა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუ როგორი იქნება სეზონის დარჩენილი თამაშები.
კლუბები შეთანხმდნენ, რომ აკრძალულია სტადიონების ცარიელ ადგილებში რეკლამირების დიდი რაოდენობის განთავსება. 19 კლუბმა ხმა მისცა იმას, რომ რეკლამირებისთვის გამოყოფილიყო ბრენდინგისთვის შესაფერისი ადგილების მხოლოდ 25%. 65% განთავსდება გულშემატკივრების გამოსახულებები, ხოლო 10% დაეთმობა პრემიერ ლიგის ლოგოს.
კლუბებმა არ მიიღეს Sky Sports და BT Sport სატელევიზიო კომპანიების შეთავაზება შესვენების დროს ექსპრეს ინტერვიუების ჩაწერის შესახებ და გასახდელ ოთახებში გადაღებაზე ეთქვათ უარი.
ამავდროულად, მოიწონეს იდეა ფიფას ფეხბურთის სიმულატორისგან შეძახილების დამატების. ეს ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სამაუწყებლო პროგრამაში და არა სტადიონებზე. ეს იქნება დამატებითი ფუნქცია, გულშემატკივარს თავად შეეძლება ჩართოს ან გამორთოს აღნიშნული სერვისი.
კლუბებსაც ექნებათ სტადიონზე მუსიკის დაკვრის უფლება მატჩის მნიშვნელოვან მომენტებში - შეხვედრის დასაწყისში, გოლების შემდეგ, შეცვლის დროს და ა.შ.
კლუბები ასევე შეთანხმდნენ სეზონის დარჩენილ ნაწილში ცვლილებების გაზრდაზე. ანუ 3 ფეხბურთელის ნაცვლად, გუნდებს უკვე 5-ის შეცვლა შეეძლებათ.
ეს არის ის ძირითადი პაკეტი, რაც აღნიშნულ შეხვედრაზე იქნა განხილული და მიღებული.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.