19 წლის მცველმა ხელი ახალ ხელშეკრულებას მოაწერა შარშან ოქტომბერში, სოლსკიაერის გუნდში დებიუტიდან სამი კვირის შემდეგ, მაგრამ კლუბში თვლიან, რომ აუცილებელია მისი კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება იმის გათვალისწინებით, რომ მოთამაშემ არაჩვეულებრივი პროგრესი აჩვენა. ამ დროისთვის, უილიამსი კვირაში მხოლოდ 4000 ფუნტს იღებს, ხოლო ლუკ შოუ, რომელთანაც ის ძალზე კონკურენტუნარიანი გახდა პირველ გუნდში გამოჩენის შემდეგ, კვირაში იღებს 190,000 ფუნტს.
ამ სეზონში ბრენდონმა მონაწილეობა მიიღო 26 მატჩში, მათგან 19-ში მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ნოემბერში კი მან პირველი გოლი გაიტანა "შეფილდის" კარში.